არქიტექტურა, არქეოლოგია

მუდმივად ცვალებადი სინათლე ოკლაჰომაში

12 მარტს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ოკლაჰომას თანამედროვე ხელოვნების ცენტრმა გახსნა ახალი შენობა ქალაქ ოკლაჰომაში, რომლის დიზაინერი არის კომპანია Rand Elliott Architects.

5000 კვადრატული მეტრი ფართობის შენობა, შთაგონებული ამ შტატის ცნობილი უკიდეგანო ზეცითა და ცვალებადი ამინდებით, დიზაინირებულია იმისათვის, რათა პატივი მიაგოს ლანდშაფტის მუდმივად ცვალებად სინათლეს ტალღოვანი, ნახევრად-ამრეკლავი ფასადით.  

ათასობით ლითონის ფირფიტა აყალიბებს განსხვავებული სიმაღლისა და კუთხის კედლებს. ალუმინი ისეა დამუშავებული, რომ უფრო მეტი მბზინვარება ჰქონდეს და მეტად აირეკლოს გარემო. ალუმინის ფირფიტებს შორის დატოვებულია სივრცეები კედლებში, რომლებიც სამკუთხა კოშკს არტყია გარს, რაც ღამით ნათების საშუალებას იძლევა.

ნაკეცი ბალდახინი ფარავს მოჭიქულ შესასვლელს, შიგნით ყველა კედელი, ჩაშენებული ავეჯი და მთელი სტრუქტურა არის თეთრი და იატაკები დაფარულია დიდი ნაცრისფერი ფილებით. კიბეებს აქვს გამჭვირვალე და მბრწყინავი მოაჯირები, რაც შენობის ექსტერიერის შესატყვისია.

კომპანიის დამფუძნებელი რენდ ელიოტი ამბობს: „ახალი შენობა არის არქიტექტურა შექმნილი იმისათვის, რათა ვიზეიმოთ მუდმივად ცვალებადი სინათლე ოკლაჰომაში.“

კომენტარები

კომენტარი