არქიტექტურა, არქეოლოგია

მსოფლიოს 4 (3) საოცნებო სახლი

ცნობილმა კანადელმა არქიტექტორმა ართურ ერიკსონმა, თავისი დიდი ხნის პარტნიორთან – ჯეფრი მასეისთან ერთად შექმნა მოდერნისტული სახლის – გრეჰემის დიზაინი დასავლეთ ვანკუვერში, დაუჯერებლად ციცაბო ადგილზე. მშენებლობა რთული ზედაპირის, უსწორმასწორო კლდეზე დასრულდა 1963 წელს. ეს იყო შენობა, რომლის მთავარ საცხოვრებელ სივრცეებს გარს ეკრა მოლივლივე ჰორიზონტალური მორები და შუშები. რამდენიმე სართულიანი სტრუქტურა ეშვებოდა დახრილი ზედაპირის ოთხ დონეზე კლდიდან წყნარ ოკეანემდე.

გრეჰემის სახლი, კანადა

თითეული სივრცე გადიოდა მომდევნო, ქვემოთ მდებარე სართულის სახურავზე, რათა მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ყოფილიყო გასაოცარი ხედებით ტკბობა. ერიქსონი მოგვიანებით ამბობდა, რომ გრეჰემის სახლმა შექმნა მისი, როგორც არქიტექტორის რეპუტაცია. მიუხედავად ამ სახლის პრესტიჟისა, იგი დაანგრიეს 2007 წელს, რადგან ახალმა მეპატრონემ უფრო დიდი სახლის აშენება გადაწყვიტა.

მეორე – ერთსართულიანი კუთხოვანი სახლი იაპონიის იბარაკის პრეფექტურაში ზის ორ, ორგანულად წარმოქმნილ სვეტზე, რომლებიც სტრუქტურის დანარჩენ ნაწილს საშუალებას აძლევს იგი ბორცვში იყოს ჩაშენებული. ინტერიერი ადგილობრივი ხის მასალისგანაა და ფასადი გაწყობილია თხელი, კუთხოვანი ფირფიტებით, რომლებიც ტემპერატურას არეგულირებენ, უზრუნველყოფენ სინათლის შეღწევას და სიმყუდროვეს.

სახლი იცუურაში, იაპონია

საცხოვრებელი ოთახები სტრუქტურის უფრო გრძელ ფრთაშია, მაშინ როცა უფრო მოკლე ფრთაში საძინებელი ოთახებია. Architects Life Style Koubou-მ დარგო 60 ხე ამ ადგილის რეგენერაციის მიზნით და ასევე იმ იმედით, რომ დროთა განმავლობაში საცხოვებელი ადგილი გახდება უფრო დაკავშირებული მის ბუნებრივ გარემოსთან როცა ხე ფერს შეიცვლის გარემოს მიხედვით.

მესამე – ესპანეთის პროვინცია გრანადაში, ბორცვის ციცაბო ფერდის კონტურებზე აზვირთებული სახლი არის დიდწილად ჩამარხული შენობა, რომელსაც არქიტექტორებმა პაბლო ჟილმა და ჟამ ბარტოლომემ „თანამედროვე გაუდისეული გამოქვაბული“ უწოდეს – ანტონი გაუდისგან გამომდინარე, რომელიც ცნობილია როგორც კატალონიური მოდერნიზმის უდიდესი წარმომადგენელი. 2015 წელს დასრულებული ორსართულიანი სახლი იყენებს მიწის ბუნებრივ სიგრილეს, რათა შეინარჩუნოს ტემპერატურა 19.5 ცელსიუსზე.

სახლი კლდეზე, ესპანეთი

ლითონის ჩარჩოზე დაკრული ბეტონის დატალღული, ორმაგი ნიჟარით დაფარული,  თუთიის ფირფიტებით გაწყობილი, ხელით ნაკეთი სახურავი გვაგონებს დრაკონის ქერცლიან კანს მისი აუზითა და გამაგრებული ტერასით, რომელიც ხმელთაშუა ზღვის ხედებს გვთავაზობს. არქიტექტორებმა განაცხადეს: „ლითონის სახურავი ქმნის გათვლილ ესთეტიკურ ორაზროვნებას ბუნებრივსა და ხელოვნურს შორის, ქვემოდან დანახვის შემთხვევაში – მიწაში ჩასმული დრაკონის კანსა და ზღვის ტალღებს შორის – ზემოდან დანახვის შემთხვევაში.“

მეოთხე – ნავიდადში, ჩილეს სანაპირო ლანდშაფტის ღრმა მეჩეჩში შეჭრილი ეს პატარა, უიქენდისთვის განკუთვნილი თავშესაფარი, აშენებული წყვილისათვის კლდეების სანაპირო ხაზზე, სამი მხრიდან მგრგვინავი წყნარი ოკეანითა გარშემორტყმული. მისი დიდი ტერასა, რომელიც გზის მხრიდან არ ჩანს, იდეალურია პანორამული ხედებით ტკბობისათვის, დანარჩენი სივრცეები კი ძილისა და ჭამისათვის.

კოლოფი სახლი, ჩილე

მთლიანი სახურავი მასიური ღია ერდოა, რომელსაც კლდის მხრიდან ბილიკი უდგება. თუ ეს საკმარისი არაა რელაქსაციისათვის, აქ არის ასევე ხის ჯაკუზი სახელად კუბა, რომლის წყალი ცეცხლზე თბება.

კომენტარები

კომენტარი