კინო

მსახიობი მარკ რუფალო ჰალკის ისტორიის გაგრძელებაზე ალაპარაკდა

გუშინ 7 თებერვალს ჰალკის როლის შემსრულებელი მარკ რუფალო ,,Graham Norton Show’’-ში იყო და ,,Marvel’’-თან მომავალ სავარაუდო თანამშრომლობაზე ისაუბრა.

წამყვანმა მას ჰალკის ამბის სავარაუდო გაგრძელებაზე დაუსვა შეკითხვა, მან კი უპასუხა: ვინ იცის? წესით ყველაფერი უნდა დამთავრებულიყო თან ისე, როგორც დამთავრდა.

თუმცა ვიცით, რომ რამდენიმე თვის წინ მან Marvel’’-ის პრეზიდენტთან კევინ ფრიჯთან ამ თემაზე ნამდვილად ისაუბრა: კევინ ფიჯმა მკითხა, რაიმე იდეა ხომ არ მქონდა ჰალკის ისტორიის გაგრძელებასთან დაკავშირებით. მეც ვუპასუხე, რომ ვფიქრობ, არის რაღაც ისტორიები, რომელთა მოყოლაც ღირს. ,,მოდი და ვისაუბროთ, იქნებ ვიპოვოთ მაგ ისტორიისთვის სათანადო ადგილი.’’ მიპასუხა მან.

ჰალკი მწერალ სტენ ლის მიერ შექმნილი სუპერგმირია, რომელშიც ორი სხვადასხვა პერსონაჟი, დიდი და ძლიერი, ბრაზიანი მწვანე მონსტრი და ფიზიკოსი ბრიუს ბენერი, ერთიანდება. მაშინ, როდესაც ბრიუს ბენერს სიბრაზე იპყრობს ის ჰალკად გადაიქცევა, ჰალკის სიძლიერე კი სიბრაზის დონეზეა დამოკიდებული.

მარველის ბოლო ფილმში ჰალკის გარდა თითქმის ყველა პერსონაჟის ისტორიას გარკვეული დასასრული აქვს, ამიტომ კინოთეატრებში მისი დაბრუნება მოსალოდნელიც არის, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ,,Marvel’’-ს შემდეგი ორი წელი თორის, შავი პანტერისა და კაპიტანი მარველის პერსონაჟებზე აქვს ფილმების გადაღება დაგეგმილი, ამიტომ ჰალკი მხოლოდ შორეულ მომავალში განიხილება.

კომენტარები

კომენტარი