კინო

მსახიობი იდრის ელბა ცილისწამებას პასუხობს

მსახიობმა იდრის ელბამ 16 მარტს განაცხადა, რომ მას კორონავირუსი დაუდგინდა, ის იყო ერთ-ერთი პირველი ცნობილ სახეთაგანი, ვინც ვირუსით დაინფიცირდა. რამდენიმე დღის შემდეგ  მისმა მეუღლემ – საბრინა ელბამ ასევე განაცხადა, რომ  დაინფიცირდა ვირუსით მას შემდეგ, რაც გადაწყვიტა იდრისთან ერთად თვითიზოლირება.

გავრცელდა ჭორები, რომ 47 წლის იდრისს სინამდვილეში არ აქვს ინფექცია და მას ფული გადაუხადეს ტყუილში, სხვები კი აკრიტიკებდნენ ფაქტს, რომ მან შეძლო სწრაფად გაეკეთებინა ტესტი გამოვლენილი სიმპტომების გარეშე.

იდრისმა საპასუხოდ განაცხადა ინსტაგრამის პოსტის მეშვეობით, რომ ცხადია, ყველას უნდა ჰქონდეს ტესტის გაკეთების საშუალება. მეორე მხრივ, მას არ ესმის ვის რაში სჭირდება ამგვარი ტყუილი ან რატომ უნდა გადაუხადონ ფული ამაში.  

გასულ კვირას გავრცელდა ასევე ინფორმაცია, რომ იდრისი კრიტიკულ მდგომარეობაში იყო. დაინტერესებულ თაყვანისმცემელს იდრისმა უპასუხა, რომ ის თავს კარგად გრძნობს და ინფორმაცია ყალბია.

კომენტარები

კომენტარი