კინო

“მოუსმინე სიჩუმეს” დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზეა წარდგენილი

მარიამ ჭაჭიას დოკუმენტური ფილმი “მოუსმინე სიჩუმეს” კიდევ ერთი საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვდა.

ფილმი წარდგენილია დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე – BDIF 2018, რომელიც ბუდაპეშტში 23-28 იანვარს გაიმართება. მარიამ ჭაჭიას ფილმი საერთაშორისო საკონკურსო სექციაში – I DECIDE მონაწილეობს. ფესტივალის ფარგლებში ფილმის ჩვენებები 24 და 25 იანვარს არის დაგეგმილი.

კინოსურათი სმენის პრობლემის მქონე ახალგაზრდა ბიჭის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც დიდ ცენაზე ცეკვაზე ოცნებობს.

კომენტარები

კომენტარი