საშემსრულებლო ხელოვნება

მოუსმინეთ: Masteri ახალ სიმღერას “გავმაზე” აქვეყნებს

ქართველმა რეპერმა გიორგი პავლიაშვილმა, სასცენო სახელით Masteri, ახალი სიმღერა ,,გავმაზე” გამოაქვეყნა. სიმღერა რეპერის იუთუბ არხზე გუშინ, 31 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

მასტერმა 2004 წელს დაიწყო მუსიკალური კარიერა. 2006 წელს გამოუშვა პირველი ვიდეო „მომე“, კაბუსთან და ძვალთან ერთად. 2007 წელს მონაწილეობდა კონკურს „პატრინოტ 3“-ში, სიმღერით „არმია“.

2008 წელს გამოვიდა რეპერის პირველი სტუდიური ალბომი Game Over. 2010 წელს მასტერმა ჩამოაყალიბა ხმისჩამწერი სტუდია Xenon Records, რომელიც მოგვიანებით გარდაიქმნა მუსიკალურ საპროდიუსერო კომპანია Xenon Production-ად. 2010 წელს გამოუშვა მუსიკალური ვიდეო „რეიბანები“. 2010 და 2011 წლებში მუსიკალურ ცერემონია „მეგაზე“ დასახელებული იქნა წლის ყველაზე პოპულარულ რეპერად. მისი ცნობილი კომპოზიციებია “დამსინა”, “შენ წამოდი”, “დარჩი რა”, “არ უყურო დროს” და სხვა.

კომენტარები

კომენტარი