ვიზუალური ხელოვნება

„მოიერიშე ხარი“ ნიუ იორკში მოგზაურობას განაგრძობს

ნიუ იორკის ქალაქის ხელმძღვანელობამ ახლახან გამართა ხმაურიანი შეხვედრები ქალაქის ცნობილი მონუმენტის – „მოიერიშე ხარის“ ახალი ადგილმდებარეობის შერჩევის და მისი იურიდული დეტალების შეჯერების საქმეზე. ხელოვანის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ქალაქს არ აქვს უფლება ის აქეთ-იქეთ ატაროს.

მზარდი ბაზრის სიმბოლო – ბრინჯაოს „მოიერიშე ხარი“ 1989 წელს იტალიელმა ხელოვანმა – არტურო დი მოდიკამ აღმართა ნიუ იორკის საფონდო ბირჟის წინ. ის მალევე გადაიტანა ქალაქის ხელმძღვანელობამ ორი კვარტლის იქეთ Bowling Green-ის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახლოს.

ქანდაკება ანომალიაა ქალაქის დაახლოებით 800 სახელოვნებო ნაწარმოებს შორის, რადგან სხვა მონუმენტებისგან განსხვავებით, ქალაქს ოფიციალურად არ მიუღია მფლობელობაში იგი რაიმე კონტრაქტით, არც საჯარო დიზაინის კომისიას განუხილავს იგი, სანამ დაიდგმებოდა. „მოიერიშე ხარი“ შარშან დააზიანეს და ლეგალური ვაკუუმის გამო მისი შეკეთება თავად ხელოვანს მოუწია, რომელიც სპეციალურად ამისთვის სიცილიიდან ჩამოვიდა. ამ ფაქტის შემდეგ ქალაქის ხელმძღვანელობამ მისი სხვაგან გადატანა გადაწყვიტა.

2017 წელს ხართან დადგეს კრისტენ ვისბალის ასევე ბრინჯაოს ქანდაკება – „უშიშარი გოგონა“, რომლის იდეა უკავშირდებოდა ქალთა ხელფასების მამაკაცების ხელფასებთან გათანაბრების პრობლემატიკის წინ წამოწევა. გოგონა მოგვიანებით ასევე სხვაგან გადაიტანეს.

კომენტარები

კომენტარი