კინო

,,მინიონები: გრუს აღზევება” – ანიმაციის პირველი თრეილერი გამოვიდა

მინიონები პირველად ,,საზიზღარი მე’’-ს დამხმარეებად გამოჩნდნენ. ანიმაცია გარეგნული გამოხატულებებითა და მიზნებით საზიზღარ, მაგრამ შინაგანად კეთილ გრუზე გვიყვება. ფილმის პირველ ნაწილში ის გადაწყვეტს, რომ მთვარე სწორედ მინიონების არმიის დახმარებით მოიპაროს. ,,საზიზღარი მე’’-ს სულ 3 ნაწილი გამოვიდა და სამივე მათგანი არა მხოლოდ პატარებისთვის, არამედ ზრდასრულებისთვისაც საყვარელი ანიმაცია გახდა.

მინიონების ცალკე ისტორია 2015 წელს გამოვიდა, სადაც ვნახეთ თუ როგორი იყო მათი ცხოვრება გრუსთან შეხვედრამდე. მინიონების მეორე ნაწილში კი ვნახავთ მათ გრუსთან შეხვედრის ისტორიას. გრუ 1970-იან წლებში გარეუბანში იზრდებოდა. ის დანაშაულებრივი ჯგუფის თაყვანისმცეელი იყო, ამიტომ მიზნად დაისახა, რომ ამ ბანდაში მოსახვედრისთვის საკმარისად ბოროტი გამხდარიყო.

საბედნიეროდ, ის მარტო არ არის და მას მინიონები ეხმარებიან. მათთან ერთად გრუ თავის პირველ თავშესაფარს აშენებს, სადაც იარაღის შექმნასაც იწყებენ. გრუს ამჯერადაც ცნობილი მსახიობი სტივ ქარელი ახმოვანებს.

ფილმი კაილ ბალდას რეჟისორობით 2020 წლის 11 ივნისს გამოვა.

კომენტარები

კომენტარი