არქიტექტურა, არქეოლოგია

მინერალური ქვის მსგავსი ახალი შენობა სამხრეთ კორეაში

Office for Metropolitan Architecture-მა, რომელიც როტერდამშია დაფუძნებული, დაასრულა თავისი უახლესი გალერეის მაღაზიათა ჯაჭვის ერთი ნაწილის მშენებლობა სამხრეთ კორეის ქალაქ გუანგიოში, რომელიც სეულის სამხრეთით მდებარობს. შენობას მონოლითური გრანიტის ფილის ფორმა აქვს, პიქსელებად დაყოფილი მოზაიკური ფასადი კი ეხმიანება სუვონ გუანგიოს ტბის პარკის ბუნებას.

პირველი სართულის წრიულ დერეფანში მყიდველებსა და საზოგადოების სხვა წევრებს შეუძლიათ გამართონ სახელოვნებო გამოფენები და ცოცხალი პერფორმანსები.

გალერეის მდიდრული საცავის დიზაინი გამიზნული იყო, რათა ყოფილიყო ერთ-ერთი ცენტრალური კულტურული და არქიტექტურული ღირშესანიშნაობა ახალ ქალაქ – გუანგიოში.

არქიტექტურული ფირმის პარტნიორი კრის ვან დუინი ამბობს: „გალერეა გუანგიოში არის ადგილი, სადაც ვიზიტორებს შეუძლიათ დატკბნენე არიქტეტურითა და კულტურით ვაჭრობის დროს“.

ერთი შეხედვით, ეს მაღაზია მოგვაგონებს კაშკაშა მინერალურ ქვას. შენობას აქვს მიწისქვეშა განყოფილებაც, ზემო სართულებზე კი არის კინოთეატრი. ლაუნჯები, რესტორნები და სხვა განყოფილებები. გალერეის მფლობელია სამხრეთ კორეული მეგა-კონგლომერატი Hanwha.

კომენტარები

კომენტარი