კულტურა

მთაწმინდის პარკში ჩაის ფესტივალი გაიმართა

თბილისში, მთაწმინდის პარკში  ჩაის ფესტივალი გაიმართა. ღონისძიება  პარკის ცენტრალურ მოედანზე ჩატარდა.

ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს შეეძლოთ  ნუგბარის, ჩაისა და თაფლის დეგუსტაცია. ასევე საკუთარი პროდუქციით წარმოდგენილი იყვნენ  წამყვანი ქართული და საერთაშორისო ჩაის მწარმოებელი კომპანიები.

ღონისძიების ფარგლებში  მოეწყო სხვადასხვა ქვეყნის კუთხეები, რომლებსაც ჩაის წარმოების  უდიდესი კულტურა აქვთ. დაინტერესებულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაესინჯათ და შეეძინათ   ჩაის ნაწარმი  ჩინეთიდან, იაპონიიდან, ინდოეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და  შრი-ლანკადან.

ჩაის ფესტივალის ფარგლებში მოეწყო კერამიკის კუთხე და ჩატარდა  სპეციალური კონცერტიც.

2017 წლის ჩაის ფესტივალი  მთაწმინდის პარკისა და საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი