კინო

“მზის ქალაქი” მადრიდის კინოფესტივალის საუკეთესო ფილმი გახდა

რატი ონელის ფილმი “მზის ქალაქი” მადრიდის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის DocumentaMadrid გამარჯვებულია. ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

“მზის ქალაქ”-ს ფესტივალის მთავარი ჯილდო საუკეთესო ფილმისთვის გადაეცა. დაჯილდოების ცერემონიალს თავად რეჟისორი, რატი ონელიც დაესწრო.

“მზის ქალაქი” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომლის საერთაშორისო პრემიერაც ბერლინის კინოფესტივალზე გაიმართა.

მას შემდეგ ფილმი არაერთ ქვეყანაში წარმატებით აჩვენეს, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე goEast კი კულტურული მრავალფეროვნების ფედერალური უწყების პრიზი გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი