ვიზუალური ხელოვნება

მზე ჩვენს ოთახებში

ბერლინელი ხელოვანი ოლაფურ ელიასონი აქვეყნებს ნამუშევრების ახალ კოლექციას. ესაა ე.წ. „გაძლიერებული რეალობის“ საუცხოო და ცოცხალი ნაწარმოებები. ამჟამად ადამიანების სახლებში შეაქვს გარესამყარო ხელოვანს, რომელიც ცნობილია ყოვლისმომცველი ინსტალაციებითა და სკულპტურებით, რომლებიც ბუნებრივ მოვლენებს გამოიხმობს.

კაშკაშა მზე, ღრუბელი, რომლიდანაც მოდის წვიმა, ეთერული ჩრდილოეთის ნათებები და მორცხვი ცულნისკარტა წარმოდგენილია 10 ობიექტს შორის მისი კოლექციიდან „საოცარი ოთახი“, რომლის ჩამოტვირთვაც შეიძლება Acute Art აპლიკაციით.

“თქვენ შეგიძლიათ დაადოთ ცისარტყელა თქვენს დივანს“ – აცხადებს ელიასონი, რომლის ჰიპერრეალური, სამგანზომილებიანი ციფრული ობიექტები შეიძლება დაათვალიეროთ და განათავსოთ თქვენს პირად სივრცეში მობილური მოწყობილობის მეშვეობით, შემდეგ კი გადაუღოთ ფოტო და გაავრცელოთ. ხელოვანი აგრძელებს: „კარანტინში ყოფნა ალბათ საკმაოდ სტრესულია და ეს შეიძლება იყოს გზა – იპოვოთ სასწაული იმ ბინაში, რომელშიც ხართ“.

კომენტარები

კომენტარი