საშემსრულებლო ხელოვნება

„მე ვქმნი დიად მუსიკას“ – ბობ კულიკი

გიტარისტი ბობ კულიკი, რომლის ხანგრძლივი და მრავალფეროვანი კარიერა მოიცავდა თანამშრომლობას ისეთ ჯგუფებთან, როგორებიც არიან: Kiss, Meat Loaf და Lou Reed, 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. ცნობილი მუსიკოსები იხსენებენ და პატივს მიაგებენ მას.

მუსიკოსის გარდაცვალება დაადასტურა მისმა ძმამ – ბრიუსმა, რომელიც Meat Loaf-თან თანამშრომლობდა მასთან ერთად. Meat Loaf ფეისბუქის მეშვეობით წერს: „ბობი თავის ძმასთან – ბრიუსთან ერთად სცენას არხევდა“.

Meat Loaf ასევე აცხადებს, რომ გიტარისტმა არსებითი როლი ითამაშა ალბომის – Bat Out of Hell წარმატებაში: „ბობ, შენს გარეშე ამას ვერ შევძლებდით. როგორც შენმა ძმამ – ბრიუსმა დაწერა გუშინ, განაგრძე გიტარის ხმამაღლა დაკვრა სამოთხეში“. მომღერალმა დაპოსტა კომპოზიცია 1985 წლის “Nowhere Fast”, რომელსაც ბობ კულიკი ასრულებს და დააწერა: „დაუკარი ეს ბობ… მიყვარხარ და დამაკლდები“.

ბობ კულიკი ამბობდა: „მე ვქმნი დიად მუსიკას; მე არ ვჩერდები მიღწეულზე. მე არასოდეს მინდა იოლი გზა“ „ოჰ, უბრალოდ ფული აიღე“. მე არასოდეს გამიკეთებია ეს, ეს უბრალოდ არაჩემეულია. მე არასოდეს ჩამიწერია მუსიკა ხელოვანთან და ამიღია ფული მისგან თუ მე ვფიქრობდი, რომ ის თამასის ქვემოთ იყო, ანუ თუ მიფიქრია, რომ „ეს სამარცხვინო იქნება“. ეს მათ არ დაეხმარებოდა, ეს არ დამეხმარებოდა მე.“

კომენტარები

კომენტარი