შემოქმედებითი ინდუსტრიები

მერაბ ნინიძე კანის კინოფესტივალზე ქართულწარწერიანი მაისურით მივიდა

მსახიობი მერაბ ნინიძე  კანის კინოფესტივალზე ქართულწარწერიანი მაისურით მივიდა. კინოფესტივალზე მისი  მონაწილეობით გადაღებული ფილმის პრემიერა იმართება.

 “იუპიტერის მთვარე” – ასე ჰქვია უნგრელი  რეჟისორის   კორნელ მუნდრუცუს ფილმს, რომელშიც ნინიძე მთავარი როლის შემსრულებელია.

მერაბ ნინიძეს,  მაისური ქართული წარწერით  “მე”, პრესკონფერენციაზე ეცვა.

კანის 70-ე საიუბილეო კინოფესტივალი 17 მაისს გაიხსნა. წლევანდელ ფესტივალზე მთავარი პერსონა პედრო ალმოდოვარია. ის საკონკურსო ჟიურის პრეზიდენტია. მასთან ერთად ფილმებს შეაფასებენ – უილ სმიტი, პაოლო სორენტინო, ჯესიკა ჩესტეინი, ანდრეს ჟაუი, პარკს ჩან-უკი, ფან ბინგბინგი, გაბრიელ იარედი და მარენ ადე.

კომენტარები

კომენტარი