კინო

მარტინ სკორსეზეს ახალი ფილმი „ირლანდიელი“ კინოეკრანებზე 2018 წელს გამოვა

მარტინ სკორსეზეს ახალი ფილმი “ირლანდიელი”, რეჟისორის რჩეული მსახიობების ნაკრებით, კინოეკრანებზე 2018 წელს გამოვა.

ბიოგრაფიული დრამა, რომლის ბიუჯეტი 125 მილიონი დოლარია, ცნობილი განგსტერის, „ირლანდიელის“ მეტსახელით ცნობილი ფრენკ შირანის შესახებაა და მასში ნაჩვენები იქნება 25 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული შირანის მონაწილეობა სხვა ცნობილი განგსტერის ჯიმი ჰოფას (ფილმში მის როლს ალ პაჩინო ასრულებს) გაუჩინარების საქმეში. შირანის როლს ფილმში ორი ოსკარის მფლობელი რობერტ დე ნირო განასახიერებს და აღნიშნული ფილმი სკორსეზესა და დე ნიროს რიგით მე-9 ერთობლივი ნამუშევარი იქნება.

აღსანიშნავია, რომ მარტინ სკორსეზეს ახალი მაღალბიუჯეტიანი ფილმს ძალადობრივი სცენებისა და უხამსი ლექსიკის გამო R-რეიტინგი ექნება. ფილმის სცენარის ავტორი ოსკაროსანი სცენარისტი სტივენ ზაილიანია, რომელმაც პირველწყაროდ ჩარლზ ბრანდტის წიგნი (I Heard You Paint Houses) გამოიყენა

 

კომენტარები

კომენტარი