ვიზუალური ხელოვნება

მარიანა როთენი – საფოსტო შეკვეთა

მარიანა როთენი დაიბადა 1982 წელს კანადაში და ამჟამად ცხოვრობს ნიუ იორკში. მას შემდეგ, რაც 15 წლის ასაკში მოდელი გახდა, მან რამდენიმე წელი იმოგზაურა და ფოტოებზე ასახა თავის გამოცდილება. როთენის ფოტოგრაფიის ფოკუსი ამჯერად არის ქალი პერსონაჟები ნოსტალგიური დისტოპიის ფარგლებში.

გაცვეთილი ინტერიერების, დაუსახლებელი ადგილებისა და მაცდუნებელი ობიექტების გაერთიანებით, როთენის ფოტოები ასხივებენ მისტერიის და დაუკმაყოფილებლობის ოვერტონებს, რომელიც ხდება უფრო დიდი ნარატივის ნაწილი.

როთენი იყენებს ბუნებრივ ანუ ხელმისაწვდომ სინათლეს და ტრადიციული ფოტოგრაფიული პროცესის ციფრულ მედიასთან შერევით ქმნის გამოსახულებებს, რომლებითაც ასახავს ქალური მშვენიერების კონვენციურ კონცეფციებსა და გენდერულ პოლიტიკას.

თავის წიგნში – „საფოსტო შეკვეთა“ (2017), როთენი თავად არის მაცდუნებელი, სექსუალური სუბიექტი – არქეტიპი რომელიც ე.წ. „ვერცხლის ეკრანითაა“ შთაგონებული. მამაკაცის მანეკენების კოლექციით, იგი მონაწილეობს გენდერსა და პატრიარქატთან დაკავშირებული რეალური, ცხოვრებისეული წუხილებით ფორმირებულ დისტოპიურ სცენოგრაფიაში, რომელიც თამაშდება ბანალური ინტერიერისა და ბუნებრივი გარემოს ფონზე.

სერიაში – „საფოსტო შეკვეთა“ (2017) მარიანა როთენის წარმოსახვითი სამყაროს ქალი პერსონაჟები პირველადაა ნაჩვენები მამაკაცთა კომპანიაში. აქამდე, როთენის გამოსახულებებში მამაკაცები პრინციპულად არ ჩანდნენ, მაგრამ ისე ჩანს, თითქოს  ამჟამინდელ დებატებში გენდერის პოლიტიკაზე, ქალთა უფლებებსა და „მეც“ მოძრაობაზე, შეუძლებელია (უფრო დიდი) სურათი არ შეიცავდეს მამაკაცებს.

მაშინ, როცა საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში მამაკაცის მიერ დომინირებული ჰოლივუდი ასახავდა ქალებს, როგორც საგნებსა და მოხმარების ნივთებს, მარიანა როთენის წიგნში, საბოლოოდ, ყველაფერი უკუღმა შეტრიალდა.

არც ერთი მამაკაცი „საფოსტო შეკვეთა“-ში რეალური არაა, ისინი ყველა მანეკენები არიან. როგორც სათაური მიანიშნებს, ისინი არიან როგორც სექსის თოჯინები, საგნები, ფოსტით შეკვეთილი პარტნიორები.  ქალი პროტაგონისტი, რომელსაც თავად როთენი ასრულებს, ქმნის თავის სრულყოფილ მამაკაცს და აიძულებს მას ჩაიცვას, პოზირებდეს და წარმოადგინოს მისი მამაკაცობა იმგვარად, როგორც როთენს სურს.

ამ ძალაუფლების დინამიკის შეტრიალებით როთენი აჩვენებს რამდენად ღრმად ჩაბეჭდილია ქალებსა და მამაკაცებს შორის მოსალოდნელი როლები და მათი არქეტიპები.

კომენტარები

კომენტარი