კინო

მანჰეტენის ფესტივალზე ფინალისტებში ქართული ფილმი “8 წუთი” მოხვდა

მანჰეტენის ფესტივალის 20 წლიანი არსებობის მანძილზე პირველად ფინალისტებში ქართული ფილმი “8 წუთი” მოხვდა. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ ოსკარზე ფილმის წარდგენის უფლება მიიღეს. “8 წუთს” მთელ მსოფლიოში, 250 კინოთეატრში უჩვენებენ. ამასთან ერთად, ოსკარების დაჯილდოების ცერემონიალამდე ერთი კვირის განმავლობაში ფილმი ლოს-ანჯელესში, დახურულ  დარბაზში გაიმართება, რომელსაც კინოვარსკვლავები დაესწრებიან.

წუთი SiblerFilms-ის სადებიუტო პროექტი და პირველი ქართული აპოკალიფსური ფილმია, რომელიც გვანახებს, რომ სამყაროს განადგურებისთვის 8 წუთზე მეტი საჭირო არაა.

SiblerFilms-ი აერთიანებს ახალგაზრდა რეჟისორებს (გიორგი გოგიჩაიშვილიდათო აბრამიშვილი), სცენარისტებს (მარი ბექაურიზაზა კოშკაძე) და პროდიუსერებს (გეგა ხმალაძემაგდა დათუაშვილი),

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ “8 წუთმა” რუმინეთის საერთაშორისო ფესტივალზე “საუკეთესო ფილმის” ნომინაციაშიც გაიმარჯვა.

კომენტარები

კომენტარი