საშემსრულებლო ხელოვნება

მანუ დიბანგო კორონავირუსით გარდაიცვალა

მსოფლიოში ცნობილი მომღერალი და საქსოფონისტი მანუ დიბანგო გარდაიცვალა 86 წლის ასაკში კორონავირუსით დაინფიცირების შედეგად, საფრანგეთში. ეს მოხდა 24 მარტს დილით, პარიზის ერთ-ერთ საავადმყოფოში.

კამერუნში დაბადებული დიბანგო საფრანგეთში ადრეულ 50-იანებში ჩავიდა და შეისწავლა ჯაზი და საქსოფონი რეიმსში, სადაც იგი კლუბებში მუშაობდა. მისი დაკვრის სტილი ეყრდობოდა უფრო მეტად აფრიკულ რიტმებს, რამდენადაც ის თანამშრომლობდა ბრიუსელში დამკვიდრებულ კონგოელ მუსიკოსებთან და ის აწყობდა ტურნეებს აფრიკაში, განავითარა რა  საქსაფონის საკუთარი რიტმები.

„საქსი სექსუალურია. მე სხვა ინსტრუმენტებზეც ვუკრავ, მაგრამ ჩემი ხმა საუკეთესოდ ჟღერს საქსოფონზე“ – თქვა დიბანგომ გასულ წელს. იგი ასევე უკრავდა პიანინოზე, ორღანსა და ვიბრაფონზე. გვიან 60-იანებში დიბანგომ ჩამოაყალიბა საკუთარი ბენდი ფრანგ მუსიკოსებთან ერთად და 1972 წელს შექმნა მთავარი ჰიტი „Soul Makossa“, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოუტანა და რომელიც მრავალი სხვა ხელოვანის მიერ იქნა ინტერპრეტირებული.

კომენტარები

კომენტარი