Uncategorized

მადონა ახალ ვიდეოპერფორმანსს ავრცელებს

პოპ-ვარსკვლავი მადონა ავრცელებს ვიდეოს, სადაც იგი სრულიად შიშველი, წყლით და ქაფით სავსე აბაზანაში ნაწილობრივ ჩაძირული, ანთებული სანთლებით გარემოცული საუბრობს თავის მოკვდავობაზე და იმაზე, თუ რას ფიქრობს კორონავირუსზე, რომელსაც იგი მიიჩნევს „დიად გამთანაბრებლად“.

პანდემიის გავრცელებისთანავე მადონა იყო აქტიური სოციალურ მედიაში და მოუწოდებდა  თაყვანისმცემლებს და გამომწერებს დარჩენილიყვნენ სახლში. იგი ავრცელებდა ასევე თავისი ვარჯიშების და იმპროვიზებული პერფორმანსების ვიდეოებს.

მადონა ახალ ვიდეოში კორონავირუსზე ამბობს: „ის დიდი გამთანაბრებელია და რაც საშინელია მასში არის ასევე დიადი მასში. რაც საშინელია მასში არის ის, რომ მან მრავალმხრივ გაგვათანაბრა – და რაც საოცარია მასში, არის ის, რომ მან მრავალმხრივ გაგვათანაბრა.“

იგი ამთავრებს გზავნილს სიტყვებით: „ჩვენ ყველა ერთსა და იმავე ნავში ვართ და ის იძირება, ჩვენ ყველა ვიძირებით ერთად“

კომენტარები

კომენტარი