არქიტექტურა, არქეოლოგია

ლოს ანჯელესის სამი მარგალიტი

არსებობს კლიშე, რომ ლოს ანჯელესი არ არის დიადი ადგილი კულტურის ან არქიტექტურისათვის. უკიდურესად ჰორიზონტალური ქალაქის ფორმა და ტექსტურა ემორჩილება მის უსასრულო გზებს, მისი მთავარი შენობები ავტომობილების ტყვეობაში არიან. მაგრამ არსებობს მარგალიტებიც, თუ იცით სად უნდა მოიძიოთ ისინი. ბოლო დროს ლოს ანჯელესის ცენტრში ნამდვილი თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები შენდება.

ორფეუმის თეატრი

ლოს ანჯელესის ცენტრის თეატრების რაიონში უამრავ კინოთეატრს ნახავთ, მათი არქიტექტურული სტილი მრავალფეროვანია: ეგვიპტური, ჩინური, მაიას, ესპანური აღორძინების და სხვ. თუმცა 1929 წელს აშენებული ორფეუმი იშვიათი გამონაკლისია.

კინოთეატრების არქიტექტორის – გუსტავ ალბერტ ლანსბურგის მიერ აშენებული კინოთეატრი ფანტასტიკურია – ესაა უნიკალურად ამერიკული არქიტექტურის მწვერვალი, რათა შეესაბამებოდეს ხელოვნების ამ ყველაზე ამერიკულ ფორმას – კინოს.

პროტოტიპული სახლები

მეორე მსოფლიო ომის მიწურულს, ჟურნალის – „ხელოვნება და არქიტექტურა“ გამომცემლებმა გადაწყვიტეს მსოფლიოს წამყვანი არქიტექტორების დაქირავება, რათა გაეკეთებინათ პროტოტიპული სახლების დიზაინი, რომლიც იქნებოდა ომის შემდგომი მშენებელობის ბუმის შესაბამისი.

დიზაინი უნდა ყოფილიყო ყოველგვარი ინდივიდუალიზმის გარეშე, ადვილად გადამრავლებადი, მინიმალისტური დიზაინი, რათა მასობრივად აშენებულიყო სახლები პრაქტიკული დანიშნულებით საშუალო ამერიკელისათვის – უბრალო, მოქნილი და იაფი – მოდერნისტული იდეალები შერწყმული კალიფორნიულ ოცნებასთან, მომავლის სახლის შესაქმნელად.

ბროუდი

ბევრი ათარიღებს ლოს ანჯელესის ცენტრის გამოცოცხლებას ფრანკ გერის მიერ დისნეის საკონცერტო დარბაზის აშენებით 2003 წელს. იქვე ახლოს, 1980 წელს აშენებული არატა ისოზაკის ბუნკერის მსგავსი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმისგან განსხვავებით, რომელიც ძლივს ჩანს ქუჩის დონიდან, დისნეი წარმოადგენს გერის ხელწერის – ტიტანიუმის ფორმების ტალღოვან მასას – რომელიც ყველაზე ხმამაღლა აცხადებს, რომ ქალაქის ცენტრი უკვე არის არა გაუვალი ტერიტორია, არამედ მზარდი კულტურული ცენტრი.

როგორც კი უახლოვდები, ის ხდება დამზაფრავი, ცოტა ზედმეტადაც კი: უდიდესი ზომის თეთრი ლითონის ყუთი დაჩხვლეტილი ასობით დახრილი, მძიმე ჭრილობით  და ავისმომასწავებელი, ბოროტად მზირალი ფანჯრით, რომელიც მუდმივად ღია თვალს ჰგავს.

კომენტარები

კომენტარი