ვიზუალური ხელოვნება კულტურა

ლონდონში, ბერლინსა და ნიუ იორკში გალერეები დაიხურება

ბლეინ საუზერნის გალერეები ლონდონში, ბერლინსა და ნიუ იორკში მალე დაიხურება. გალერეების ქსელი 2010 წელს ჰარი ბლაინმა და გრაჰამ საუზერნმა დააფუძნეს. ისინი ხელს უწყობდნენ თანამედროვე ხელოვნების განვითარებას. გალერეებში ხშირად, სწორედ თანამედროვე არტისტების ნამუშევრების გამოფენები ეწყობოდა.

გალერეების ქსელს ისეთი მნიშვნელოვანი არტისტების გამოფენები მოუწყია, როგორიც, მაგალითად ზიგმუნდ ფროიდის შვილიშვილი მაიკლ ფროიდია, რომელიც მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო პორტრეტისტად მიიჩნეოდა.

,,ძალიან რული გადწყვეტილება მივიღე. ვაპირებ, რომ ბლეინ საუზერნის გალერეები ლონდონში, ბერლინსა და ნოუ იორკში დავხურო, რომლებიც 10 წლის წინ გრაჰამ საუზერნთან ერთად დავაარსე. დიდი პატივი იყო ნიჭიერ არტისტებთან ურთეირთობა და მათთვის გამოფენების მოწყობა. ვფიქრობ, რომ მომავალში გალერეების ფუნქციონირებას ვეღარ ვუზრუნველყოფ.’’ განაცხადა ჰარი ბლეინმა.

ახალ გამოფენებზე ისინი უკვე უარს ამბობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებული გამოფენების დასრულებისთანავე გალერეები დაიხურება. სახელოვნებო რუკიდან მათი გაქრობა დიდი დანაკლისი იქნება.

კომენტარები

კომენტარი