ვიზუალური ხელოვნება

ლონდონის მუზეუმს ვირუსის არ ეშინია

იმ დროს, როცა მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, მთელი რიგი მუზეუმები იკეტება, ლონდონის მუზეუმი Tate Modern არ აპირებს მუშაობის შეწყვეტას, მიუხედავად იმისა, რომ მის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი აღმოაჩნდა ამ კვირის დასასწყისში.

თანამშრომელი, რომლის ფუნქციაც არ ითვალისწინებს ვიზიტორებთან უშუალო კონტაქტს, ამჟამად თვითიზოლაციაშია და მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება. ამბობენ, რომ მას ვირუსი თანამშრომლის მეგობრისგან გადაედო, რომელიც მოგზაურობიდან დაბრუნდა. 

აღსანიშნავია, რომ უბრალო გაციების მსგავსი სიმპტომების გამო ნიუ იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი დაიხურა. ასევე დაიხურა ბოსტონის ოთხი უდიდესი მუზეუმი.

მიუხედავად ამისა, Tate Modern-ის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მუზეუმი არ დაიხურება, რადგან თანამშრომელს უშუალო შეხება არ ჰქონია ხალხთან და მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში იმყოფებოდა სამსახურში (ორშაბათი, 2 მარტი). „ყველა ის ადგილი, სადაც თანამშრომელი იმყოფებოდა, საგულდაგულოდ გაიწმინდა“ – აცხადებს მუზეუმის წარმომადგენელი.

კომენტარები

კომენტარი