ვიზუალური ხელოვნება

ლევან სონღულაშვილი საკუთარ ნახატს ნიკა აგლაძის დასახმარებლად აუქციონზე გაყიდის

მხატვარი ლევან სონღულაშვილი საკუთარ ნახატს ნიკოლოზ აგლაძის დასახმარებლად აუქციონზე გაყიდის, – ამის შესახებ ინფორმაციას სონღულაშვილი საკუთარ ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.

” შესანიშნავ ადამიანს და მოაზროვნეს, ნიკა აგლაძეს, გადაუდებელი ოპერაციისთვის დახმარება სჭირდება, რისთვისაც, 18 იანვარს, “მწერალთა სახლში” გამოფენა-აუქციონი იმართება. საშუალება გაქვთ თქვენ კოლექციას ჩემი ნამუშევარი შემატოთ, ხოლო თანხა მის გამოჯანმრთელებას მოახმაროთ. გელით!” – აღნიშნავს მხატვარი.

შეგახსენებთ, რომ 18 იანვარს მწერალთა სახლში გაიმართება აუქციონი და გამოფენა-გაყიდვა #ნიკასთვის.

15:00 საათზე დაიწყება გამოფენა-გაყიდვა, სადაც საშუალება გექნებათ, შეიძინოთ ცნობილი ქართველი მწერლების მემორიალური ნივთები და ხელნაწერები, თანამედროვე ქართული და თარგმნილი ლიტერატურა, ხელნაკეთი ნივთები, ფოტოები, სუვენირები. 16:30 საათზე კი დაიწყება აუქციონი, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართველი ხელოვანების ნამუშევრები.

ნიკა აგლაძეს, რომელიც ინტელექტ კლუბის მოაზროვნეა, ცოტა ხნის წინ თავის ტვინის კავერნომა დაუდგინდა. მას ერთი ოპერაცია თურქეთში ჩაუტარდა, თუმცა არსებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მორიგი ოპერაცია 22 იანვარს დაინიშნა, რისთვისაც მას 70 ათასი ევრო სჭირდება. 

კომენტარები

კომენტარი