ვიზუალური ხელოვნება

ლევან სონღულაშვილის გამოფენა “არა-მე გამჭვირვალე სასახლეში”

პოპულარული სახელოვნებო ონლაინ პლატფორმა – artland.com აქვეყნებს ცნობილი ქართველი ხელოვანის – ლევან სონღულაშვილის შემოქმედების მიმოხილვას ორი აღიარებული ავტორის მიერ, ხელოვანის ახალ გამოფენასთან დაკავშირებით. Window Project-ის ონლაინ გამოფენა სახელწოდებით “არა-მე გამჭვირვალე სასახლეში”, დაიწყო 2020 წლის 9 ივნისს და გაგრძელდება 2021 წლის 6 ოქტომბრის ჩათვლით.

არა-მე გამჭვირვალე სასახლეში

ლევან სონღულაშვილის შემოქმედება მუდამ არის შეჩერებული ყოფნის ერთგვარ ზღვრულ მდგომარეობაში. მისი ძიების სიღრმე განუსაზღვრელია და ყველაფერი არსისეულად უკავშირდება ერთმანეთს. ერთი შეხედვით, ლევან სონღულაშვილის ნამუშევრების მთავარი მახასიათებელი მათი ორგანულობაა, ისე ჩანს, რომ ფერის მონასმი თითქმის შერეულია ნერწყვთან და თითქოს ჩვენ ვხედავთ და ვგრძნობთ ნაწარმოების ბიოლოგიურ ასპექტს, მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში. არაფერი ორგანული მასში არაა. ეს ადამიანური, ცხოველური ან უფრო უკეთ, ბუნებრივი ასპექტი, რომელიც კიდევ უფრო აფართოებს ხელოვანის ძიების არეალს უსასრულობის მიმართულებით, გულისხმობს, რომ ნაწარმოები სავსეა როგორც მგრძნობელობით, ასევე ძლიერებით.

ამ ორი ასპექტის თანაარსებობა განპირობებულია ორგანული არსების სიმყიფითა და მისი ცვალებადობით, ისევე როგორც ბუნების ძალითა და მისი შინაგანი კანონებით. ორგანულიდან ამოზრდილი ნაწარმოები, როგორც ჩანს, სტრატიფიკაციის რთულ სისტემაზეა დაშენებული. აქ ინდივიდუალური იდენტობის, ცნობიერების წარმოქმნის, ცნობიერსა და არაცნობიერს შორის ურთიერთობის, მრავლობით ცნობიერებებს შორის ურთიერთმიმართების, სიცოცხლის ციკლურობისა და არსების დენადობის ანალიზი – შეადგენს დონეებს, რომლებიც რთულია სპეციფიკურ პოზიციებზე განვათავსოთ, არამედ, სანაცვლოდ, ისინი ერთმანეთს ერწყმის.

ამგვარი გზა შეუძლებელია გაიმიჯნოს იმისგან, რაც მას მოჰყვება, კერძოდ, ადამიანის ბუნების მომავლის ძიებისგან, მაშასადამე, კითხვებისგან, რომლებიც წარმოიშობა კაცობრიობის ცნებასა და მეცნიერულ ევოლუციას შორის. ის შეუძლებელია გაიმიჯნოს მისი მუდმივად მზარდი მიზნებისგან, ისევე როგორც ამ სამყაროში ადამიანების მუდმივად არსებობის შესაძლებლობის გაურკვევლობისგან, როგორც ეს ახლა თვალნათლივ გამოჩნდა ჩვენს წინაშე.

ამდენად, ეს გამორჩეული მომენტია, რომელიც უფრო გაამწვავა პანდემიამ ან რომელიც გამოიწვია კოვიდ-19-ის პანდემიამ, რომლის დროსაც ყველაფერი იძენს ახალ სინათლეს ან უკეთ რომ ვთქვათ, სინათლე განსხვავებული რაკურსების შეთვისებას იწყებს, რაც ხელს უწყობს იმ ინდივიდუალური და კოლექტიური ინტერესის ასპექტების უფრო სრულ ხედვას, რომელი ინტერესიც ასაზრდოებს ამ გამოფენას. მომავალი დღეს უფრო მეტად ბუნდოვანია და ამ მდგომარეობამ ლევან სონღულაშვილს უბიძგა იმგვარი ნამუშევრების სერიის შექმნისაკენ, რომლებიც გვთავაზობს ამ პერიოდში თვითრეფლექსიის მნიშვნელოვან მომენტებს დაქვემდებარებული ინდივიდუალური ცნობიერების სიღრმისეულ გამოკვლევას.

წითელი ჰორიზონტები | Idem et Idem

ყველაფერი ახლა უფრო მეტადაა ერთმანეთთან დაკავშირებული, ვიდრე ოდესმე ყოფილა და სახეზეა ნამდვილი ინდივიდუალური და კოლექტიური სიშიშვლე. და აქ სონღულაშვილის ყველა ამ ორაზროვან და ზღვრულ ფორმებს აყალიბებს იმ შერევის უფორმო შედეგის ჩურჩული, რომელ შერევასაც გვაძლევს აწმყოს აბსოლუტური გამჭვირვალობა, რომელშიც ინდივიდუალობა ქაოტურად მბრუნავ და ამავდროულად ბალანსირებულ მთელთან მჭიდროდაა დაკავშირებული და მის ნაწილს წარმოადგენს.

დომენიკო დე კირიკო – დამოუკიდებელი კურატორი და სახელოვნებო რედაქტორი, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს მილანში. იგი რეგულარულად თანამშრომლობს ურიცხვ საერთაშორისო გალერეებთან, ხელოვანებსა და ჟურნალებთან მსოფლიო მასშტაბით.

ეს გამოიხმობს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების მორჩილებისა და უაზრო განმეორების თემებს. ვიდეო განვითარდა ნახატიდან Idem et Idem, რომელიც ლათინურად გამეორებას გულისხმობს (სიტყვასიტყვით „იგივე და იგივე“) და უკავშირდება ამავე ნახატს, ავლენს რა მჭიდრო და უშუალო სიახლოვეს ხელოვანის დროზე დაფუძნებულ ფილმსა და ვიდეონამუშევრებსა და ნახატებს შორის.“

საგნების სისტემა

წარმოქმნის პროცესში მყოფი იდენტობის დამოუკიდებელი შეგრძნების ფლობა ლევან სონღულაშვილის მთავარი საზრუნავია. ეს კიდევ უფრო მეტადაა მინიშნებული მისი „საგნების სისტემით“ – ვიდეო ინსტალაციით, რომელიც სპეციფიკურად უდგება პიროვნებასა და კოლექტივს გამეორების მეშვეობით.

ვიდეო-ინსტალაციაში განმარტოებული ფიგურა დგას, როგორც მიჯაჭვული ნიუ იორკის ოვალური შენობის დარბაზის ცენტრში (11 სექტემბერს განადგურებულ მსოფლიო სავაჭრო ცენტრთან ახლოს), მის ირგვლივ კი ჩანან გამვლელები, რომლებიც დადიან უკუსვლით, როგორც განმეორებით უკუღმა მბრუნავი კბილანის მდგომარეობაში. მონაწილე მაყურებლები ემატებიან უფრო დიდ ხედს – სავარაუდო აუდიტორიის ბურთის მსგავს თავებს ზემოთ.

მარკ გისბურნი – ბრიტანეთში დაბადებული, რომში განათლებამიღებული და ამჟამად ბერლინში დაფუძნებული კურატორი და ხელოვნების ისტორიკოსი ევროპაში ერთ-ერთია მათ შორის, რომლებიც საერთაშორისო დონეზე ყველაზე მეტად აღიარებული და პატივცემულია. იგი გლობალური ფიგურაა თავისი ფართო ცოდნითა და ცხოვრებისეული მიღწევებით ხელოვნების სამყაროს სხვადასხვა სფეროში.

კომენტარები

კომენტარი