საშემსრულებლო ხელოვნება

ლედი გაგა და არიანა გრანდე წვიმას უმღერიან

ლედი გაგა და არიანა გრანდე მუშაობენ ახალ კოლაბორაციაზე „Rain On Me” (დამაწვიმე), რომელიც შევა ლედი გაგას ალბომში „Chromatica“. ალბომის გამოსვლა 29 მაისს იგეგმება. ახალ სიმღერაში წყვილი მორიგეობით მღერიან თავიანთ ტექსტებს დაძახება-გამოპასუხების სტილში. ლედი გაგა ადგენს ინტონაციას. „მე არასოდეს მითხოვია წვიმა“, მღერის იგი, მაგრამ მაინც: „ის მაწვიმს“.

ორივე მომღერალი ხაზს უსვამს სიტუაციის გამაახალგაზრდავებელ ასპექტებს, ცუდი ამინდის მეტაფორული სენტიმენტების მიუხედავად. „უნდა ვიცხოვრო ჩემი სიმართლე, მე მას არ დავმალავ/ რომ ჭკუიდან არ შევიშალო, პატარავ“, მღერის გრანდე, შემდეგ კი ორივე ერთად მღერის: „არასოდეს ვიქნები შეშფოთებული/სულ რომ არაფერი, ცოცხალი მაინც ვარ/დამაწვიმე, იწვიმე, იწვიმე/დამაწვიმე.“

ლედი გაგა აცხადებს: „მე და ის მალევე შევკავშირდით და ის ძალზედ გასაოცარია“, არიანა გრანდე კი ამატებს: „ეს ისეთი კარგი და სახალისო შეგრძნება იყო და ბედნიერი ვიყავი, რომ ცოტათი შევაბიჯე ფრთხილად მის სამყაროში… მან ძალიან კომფორტულად მაგრძნობინა თავი“.

კომენტარები

კომენტარი