კინო

ლეგენდარული მსახიობი კირკ დუგლასი 103 წლის ასაკში გარდაიცვალა

ჰოლივუდის ლეგენდარული მსახიობი კირკ დუგლასი 103 წლის ასაკში გარდაიცვალა – ინფორმაცია მისმა შვილმა, პროდიუსერმა და მსახიობმა, მაიკლ დუგლასმა გაავრცელა.

“დიდი მწუხარებით გაუწყებთ, რომ კირკ დუგლასმა 103 წლის ასაკში დაგვტოვა. მსოფლიოსთვის ის კინოფილმების ოქროს წლების მსახიობი იყო, ჩემთვის და ჩემი ძმებისთვის კი – უბრალოდ მამა” – წერს მაიკლ დუგლასი.

კირკ დუგლასი 1916 წელს დაიბადა ამსტერდამში.

მისი ფილმებიდან განსაკუთრებით გამოსარჩევია: “სპარტაკი”, “ულისე”, “დიდების ბილიკები”, “ჩემპიონი” და სხვ.

კირკ დუგლასი საპატიო ოსკარითაც იყო დაჯილდოვებული კინოს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

კომენტარები

კომენტარი