ვიზუალური ხელოვნება

კრიტიკის მიუხედავად საფრანგეთის წარმომადგენელი 2021 წლის ბიენალეზე ზინებ სედირა იქნება

პარიზში დაბადებული ალჟირელი ხელოვანი ზინებ სედირა, რომელიც ფოტო და ვიდეო ინსტალაციებს ქმნის, 2021 წლის ვენეციის ბიენალეზე საფრანგეთის წარმომადგენლად შეირჩა. პალესტინის მხარდაჭერის გამო მის მიმართ გამოთქმული კრიტიკის მიუხედავად, ის არ აპირებს მონაწილეობაზე უარის თქმას.

სედირა სოციალურ მედიაში დაადანაშაულეს პალესტინური ბოიკოტის აქტივისტობაში, ესაა მოძრაობა, რომელიც მოითხოვს ისრაელის ბოიკოტს, მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დატოვებას და დასავლეთის სანაპიროს გამყოფი კედლის დემონტაჟს.

იანვარში ფრანგმა მწერალმა ბერნარ-ანრი ლევიმ ტვიტერზე დაწერა: „მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოაწყო ამაღელვებელი ტურნე ისრაელში, როგორ შეუძლია საფრანგეთს ვენეციის მომდევნო ბიენალესთვის შეარჩიოს ხელოვანი, რომელიც მოუწოდებს ისრაელის ბოიკიტირებისკენ?“.

მწერალმა ასევე პოსტის სახით გამოაქვეყნა წერილი, რომელიც საფრანგეთსა და ისრაელს შორის კულტურული გაცვლის ჯგუფის დირექტორმა – ჟაკლინ ფრიდმანმა გაუგზავნა საფრანგეთის კულტურის მინისტრს ფრანკ რისტერს:  

წერილში ვკითხულობთ: „პარიზის სახელოვნებო სამყარო შოკირებულია თქვენ მიერ ზინებ სედირას არჩევით საფრანგეთის წარმომადგენლად“

ხელოვანმა მოგვიანებით უპასუხა კრიტიკას განცხადებაში, რომელიც „ხელოვნების გაზეთში“ გამოქვეყნდა: „როგორც ალჟირელ ფრანგ ქალს, მე მომეცა შესაძლებლობა, გავაგრძელო სიძულვილის და რასიზმის ყველა ფორმის კრიტიკა“, ასევე სედირა ამბობს, რომ არ მოელოდა დისკრიმინაციის ასეთ დონეს, თუმცა მისი გაჩუმების მცდელობა უშედეგოა და იგი უარს არ იტყვის ბიენალეზე.

კომენტარები

კომენტარი