არტ მენეჯმენტი ლიტერატურა

კორონა ვირუსის გამო გაუქმებული საერთაშორისო წიგნის ბაზრობები

მწერალთა სახლი და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, რამდენიმე თვის განმავლობაში ინტენსიურად მუშაობდა, რათა საქართველო და ქართული ლიტერატურა ღირსეულად წარმოჩენილიყო საერთაშორისო ლიტერატურულ და საგამომცემლო პლათფორმებზე, დაგეგმილი იყო არაერთი ღონისძიება და ბიზნეს შეხვედრა, ლონდონის (10-12 მარტი), ლაიფციგისა (12-15 მარტი) და პარიზის (20-23 მარტი) წიგნის საერთაშორისო ბაზრობებზე.

თუმცა, კორონა ვირუსის გამო მსოფლიოში შექმნილი საფრთხიდან გამომდინარე გაუქმნდა სამივე წიგნის ბაზრობა.


2020 წლის 20-23 მარტს პარიზის საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე (Salon du Livre de Paris), საქართველო ეროვნული სტენდითა და მრავალფეროვანი ლიტერატურულ-კულტურული პროგრამით პირველად წარდგებოდა.

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი იყო ქართველი მწერლების შეხვედრები როგორც პარიზის წიგნის ბაზრობის სპეციალურ თემატურ სცენებზე, ასევე ქალაქის ლიტერატურულ სივრცეებში.

საქართველოსთვის ამ ბაზრობაზე მონაწილეობა ქართული ლიტერატურის ფრანკოფონიულ ქვეყნებში პოპულარიზაციის საუკეთესო შესაძლებლობაა, და ქართველ და ფრანკოფონ გამომცემლობებს შორის ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და ქართული ლიტერატურისთვის განსხვავებული ბაზრის ათვისებას ნიშნავს.

კომენტარები

კომენტარი