არტ მენეჯმენტი საშემსრულებლო ხელოვნება

კორონავირუსის გამო თბილისში ჯიმი საქსის კონცერტი გადაიდება

ცნობილი მუსიკოსის, ჯიმი საქსის კონცერტი, რომელიც თბილისში 8 მარტს იყო დაგეგმილი, დიდი ალბათობით გადაიდება. ამის მიზეზი კი კორონავირუსია.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ გადაწყვეტილებას სტუმრების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღებენ:

“გაცნობებთ, რომ გუშინ საქართველოში დაფიქსირებული კორონა ვირუსის საფუძველზე, სტუმრების უსაფრთხოების გამო, შესაძლოა მოხდეს ღონისძიების გადადება 2020 წლის აპრილზე ან მაისის დასაწყისზე. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ყველა ჩართულ მხარესთან და უახლოეს მომავალში გვეცოდინება ყველა ის დეტალი, რომელიც დაკავშირებულია ღონისძიების ჩატარების თარიღსა და სხვა ნიუანსებზე.

აქვე მოგახსენებთ, სტუმრებს, ვისაც უკვე შეძენილი აქვს ბილეთი და ვისთვის ახალი თარიღი იქნება მიუღებელი – ბილეთის ღირებულების საფასური დაუბრუნდებათ”, – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

ჯიმი საქსი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და პოპულარული საქსაფონისტია. არტნიუსი მის კონცერტთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას უახლოეს მომავალში მოგაწვდით.

კომენტარები

კომენტარი