შემოქმედებითი ინდუსტრიები

კლიპი “მე ვარ ბათუმი” EuroNews-ის და BBC-ს ეთერშია

აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლები EuroNews-ის და  BBC-ის ეთერში ტრიალებს. მასშტაბური კამპანიის შედეგად, გარდა 17 სამიზნე ქვეყნისა, საქართველოს ზღვისპირა რეგიონის სამთო და საზღვაო ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს  100-მდე ქვეყანაში გაიცნობენ.

როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ,  საქართველოსა და კერძოდ, მისი ყველაზე პოპულარული ზღვისპირა  რეგიონის ტურისტული პოტენციალის  წარმოსაჩენად  მსოფლიო მასშტაბის  რეიტინგული მედიასაშუალებები სპეციალურად შეირჩა.

“პროექტის თანახმად, ტელეკომპანიები ჩვენი ქვეყნის შესახებ მოამზადებენ სიუჟეტებს, რაც უცხოურ ქვეყნებში აჭარის რეგიონის პოპულარიზაციას და ცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს.  ორივე სატელევიზიო არხი – EuroNews და  BBC  ჯამში 158 ქვეყანას ფარავს. კლიპები ჩვენი გრძელვადიანი   სარეკლამო კამპანიის ნაწილია, და ეს ყველაფერი  ქვეყანაში ტურისტების მოზიდვას  და საქართველოს ცნობადობის გაზრდას ემსახურება”,- განუცხადა TV-25-ს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარემ სულხან ღლონტმა.

კომენტარები

კომენტარი