საშემსრულებლო ხელოვნება

კლასიკური მუსიკის კონცერტები უფასოდ

მოცეკვავეების და პოპ-ვარსკვლავების გარდა, კლასიკური მუსიკის თაყვანისმცემლებსაც ეძლევათ შანსი კარანტინის და თვითიზოლაციის პირობებში დატკბნენ ხელოვნებით.

ბერლინის ფილარმონიამ გახსნა ციფრული კონცერტების დარბაზი და მომდევნო თვის განმავლობაში თავისუფალი წვდომა ექნებათ მსმენელებს  ბერლინის ცნობილ მუსიკალურ ცენტრში ასობით უკვე ჩატარებული კონცერტების ჩანაწერებზე, ასევე მომავალ კონცერტებზე, რომლებიც დახურულ კარს მიღმა ჩატარდება. თაყვანისმცემლები უნდა დარეგისტრირდნენ 31 მარტამდე.

ვენის სახელმწიფო ოპერა

ვენის სახელმწიფო ოპერამ ასევე გახსნა თავისი არქივები, რათა თაყვანისმცემლებს შესთავაზოს განსხვავებული ოპერა, რომლის ყურებაც შეეძლებათ ყოველდღე, უფასოდ, თავისი სტრიმინგის პლატფორმის მეშვეობით. ვიგმორის დარბაზს აქვს ინსტრუმენტული მუსიკის კონცერტების ჩამონათვალი, რომელთა უფასოდ მოსმენა შესაძლებელია, ასევე აქვს ლონდონის სიმფონიურ ორკესტრს.

იგორ ლევიტი

პიანისტი იგორ ლევიტი ტვიტერის მეშვეობით გადასცემს თავის კონცერტებს, მაშინ როცა ნიუ იორკის მეტროპოლიტენის ოპერა ძველ ჩანაწერებს გაუშვებს სტრიმინგზე ყოველდღე 20 საათის განმავლობაში.

კომენტარები

კომენტარი