საშემსრულებლო ხელოვნება

კლასიკური მუსიკა სახლიდან გაუსვლელად

საკონცერტო დარბაზები და ოპერის სახლები ერთმანეთის მიყოლებით დაიხურა კორონავირუსის მზარდი პანდემიის გამო და ამ პირობებში, მუსიკოსები მსოფლიო მასშტაბით ალტერნატიულ გზებს ეძებენ მსმენელთან კავშირის დასამყარებლად, ასევე იხსნება ციფრული არქივები და უფასოდ ხელმისაწვდომი ხდება.

იორკის მუსიკის ცენტრი ამჟამად ინტერნეტით გაუშვებს ბახის 48 პრელუდიას და ფუგას ჰარპსიქორზე სტივენ დევინის შესრულებით, ასევე ბახის ტოკატას და ფუგას. ხელმისაწვდომია ბაროკოს სხვა კომპოზიტორებიც.

დანიელ ბარენბოიმი

ბერლინის პიერ ბულე ზაალი, საკონცერტო დარბაზის არქივებიდან არჩევს კონცერტის ჩანაწერებს, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება  სამი ან ორი დღის განმავლობაში. მომდევნო კვირაში ის მსმენელს წარუდგენს ბელსის კვარტეტის მიერ შესრულებულ ჰაიდნის, დვორაკის და ლიგეტის კომპოზიციებს და ასევე შუბერტის კონცერტს დანიელ ბარენბოიმის შედრულებით. Deutsche Oper Berlin კი ფილიპ შტიოლცის მიერ შესრულებულ ვაგნერის კომპოზიციებს წარმოგვიდგენს.

სია, ცხადია, არასრულია და კომპოზიტორები და მუსიკალური დაწესებულებები ევროპის და ამერიკის ქვეყნებიდან სხვა მრავალ ონლაინ ალტერნატივას სთავაზობენ მსმენელს.

კომენტარები

კომენტარი