კინო

კირსტენ დანსტს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

ჰოლივუდის დიდების ხეივანში, ამერიკელი მსახიობის, კირსტენ დანსტის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

ცერემონიაზე, რომელიც ოთხშაბათს, ლოს-ანჯელესში გაიმართა, სიტყვით გამომსვლელთა შორის იყვნენ: რეჟისორი სოფია კოპოლა, რომელთან ერთადაც კირსტენი მუშაობდა ფილმებზე: “მარი ანტუანეტა” და “თვითმკვლელი ქალწულები” და, ასევე, კირსტენის მეუღლე, მსახიობი, ჯესი პლემონსი.

კირსტენ დანსტი 30 წელზე მეტია, კინოინდუსტრიაში მოღვაწეობს. მან პირველი მნიშვნელოვანი როლი 12 წლის ასაკში შეასრულა და ოქროს გლობუსზეც იყო წარდგენილი. დანსტს მაყურებელი ისეთი ცნობილი ფილმებიდან იცნობს, როგორებიცაა: “ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება”, “ჯუმანჯი”, “ადამიანი ობობას ტრილოგია”, “მელანქოლია”, რომლისთვისაც კანის კინოფესტივალის ჯილდო მიიღო, საუკეთესო მსახიობი ქალისთვის, “ინტერვიუ ვამპირთან” და სხვები.

გთავაზობთ ფოტოებს ვარსკვლავის გახსნის ცერემონიიდან:

Кирстен Данст получила персональную звезду на Аллее славы
 

კომენტარები

კომენტარი