კინო

კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაციამ გასული წლის საუკეთესო ფილმი დაასახელა

FIPRESCI-ს, – კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, გასული წლის საუკეთესო ფილმად ოსკაროსანი რეჟისორის, ალფონსო კუარონის “რომა” დასახელდა. ამ გადაწყვეტილებას ფედერაციის 618 წევრმა დაუჭირა მხარი.

კუარონს 20 სექტემბერს, სან-სებასიტიანის ფესტივალზე დააჯილდოებენ. საუკეთესო ფილმის ნომინაციისთვის ფედერაციაში “რომასთან” ერთად განიხილავდნენ შემდეგ ფილმებს: “იორგოს ლანთიმოსის “ფავორიტი”, პედრო ალმოდოვარის “ტკივილი და დიდება” და პონ ჯუნ ჰოს “პარაზიტები”.

კონკურსის წესების მიხედვით, ნომინაციაზე წარდგენილი იყო ფილმები, რომელტა პრემიერებიც 2018 წლის 1 ივლისიდან 2019 წლის 30 ივნისამდე შედგა.

“რომა” გასული წლის დეკემბერში, Netflix-ზე გამოვიდა. მისი მსოფლიო პერმიერა 30 აგვისტოს, ვენეციის 75-ე კინოფესტივალზე შედგა, სადაც ფილმმა ფესტივალის მთავარი პრიზი, ოქროს პალმის რტო მოიპოვა.

2019 წლის 22 იანვარს, “რომა” “ოსკარზე”, 10 კატეგორიაში წარადგინეს, მათ შორის “საუკეთესო ფილმის” ნომინაციაშიც.

კომენტარები

კომენტარი