არქიტექტურა, არქეოლოგია

კიდევ ერთი უნიკალური აღმოჩენა სოფელ ვაშლობში

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ექსპედიციამ, მცხეთა-მთიანეთის მხარის, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლობში შუა საუკუნეების ტაძრის ნანგრევები აღმოაჩინა. ობიექტზე სამუშაოების დაწყების თხოვნით სააგენტოს სოფლის ერთადერთმა მოსახლემ მიმართა. სოფლის სასაფლაოზე მიწის ზედა მონაკვეთზე ტაძრის ნავების გამყოფი მხოლოდ ერთი სვეტი შეინიშნებოდა, მის ირგვლივ კი, ხე მცენარეები იყო ამოსული.

გაწმენდის შედეგად გამოვლინდა სამნავიანი ბაზილიკა, სამხრეთის და ჩრდილოეთის სათავსოები, დაზუსტდა იატაკის დონე და გამოჩნდა ტაძრის გარეთა და შიდა კონტურები. ასევე, ტაძრის გარშემო ნაპოვნია ამავე პერიოდის სამაროვნები, რომლებიც ჯერ არ გაუხსნიათ და არ შეუსწავლიათ.

ექსპედიციის ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ ტაძარი მე-6–მე-7 საუკუნეებით თარიღდება. მისი თქმით, ამ ტიპის ნაგებობის არსებობა აღმოსავლეთ საქართველოში უნიკალურია. 

 

კომენტარები

კომენტარი