სტილი, დიზაინი შემოქმედებითი ინდუსტრიები

კესარია აბრამიძე ტრანსგენდერთა კონკურსზე ეროვნული სამოსით წარდგება

ქართველი ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე საერთაშორისო კონკურსში “მის ტრანს ვარსკვლავი 2018” მონაწილეობს.

კესარია კონკურსზე ქართული ნაციონალური სამოსის ჩაცმას აპირებს. მან რამდენიმე ნაციონალური კაბა და ჩიხტიკოპიც მოირგო, – ამის შესახებ იგი თავად წერს სოციალურ ქსელში.

კესარიას პოსტის კომენტარებიდან ირკვევა, რომ კონკურსისთვის არჩეულ კაბას ის ფეისბუქზე არ გამოაქვეყნებს და მას მაყურებლები მხოლოდ შოუში ნახავენ.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ტრანსგენდერი კესარია აბრამიძე ტრანსგენდერთა საერთაშორისო წარმოდგენაზე “MISS TRANS STAR INTERNATIONAL PAGEANT 2018” საქართველოს კანდიდატია.

საერთაშორისო სანახაობა ბარსელონაში, 2–3 ნოემბერს გაიმართება, სადაც გამარჯვებულები გვირგვინსა და ფულად პრიზს მიიღებენ.

“ჩვენ ვაძლევთ ტრანსგენდერი გოგოებს შესაძლებლობას, მიიღონ გამოცდილება.’ – წერია ფესტივალის აღწერაში.

შეგახსენებთ, რომ ფესტივალი პირველად 2010 წელს, ბარსელონაში გაიმართა. კონკურსის მიზანია აჩვენოს ტრანსგენდერების სილამაზის მრავალფეროვნება მსოფლიოს.

“საღამო მშვიდობის, პირველად მჭირდება თქვენი დახმარება, მეგობრებო. ამ ფოტოს სჭირდება ბევრი მოწონება და მხარდაჭერა თქვენი, შევიდეთ ამ გვერდზე და რაც შეილება მეტი მოწონება, იმისთვის, რომ გაიმარჯვოს საქართველომ და მე. მადლობა წინასწარ” – წერს კესარია საკუთარ სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი