საშემსრულებლო ხელოვნება

კენი უესტი დონალდ ტრამპს კვლავ მხარდაჭერას უცხადებს

რეპერმა კენი უესტმა კვლავ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა დონალდ ტრამიპასდმი, რომელიც ადრე მოიხსენია, როგორც ძმა. ვესტის განცხადებით საზოგადოება მისი კანის ფერის გამო ვარაუდობს, რომ იგი ავტომატურად ტრამპის მოწინააღმდეგე უნდა იყოს.

უესტი ატარებს ქუდს წარწერით „გახადე ამერიკა ისევ დიადი“, რასაც უამრავი უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. უესტის აზრით ეს ჰგავს იმ სტერეოტიპს, რომელიც ადრე ძალიან იყო გავრცელებული: თუ ხარ შავკანიანი, ესე იგი ქურდი ხარ, ესე იგი დემოკრატი ხარ. ვესტის მიერ ტრამპის მხარდაჭერა ხდება იმ ფონზე, როცა სამედეცინო ექსპერტები, ჯანდაცვის უწყების ოფიციალური წარმომადგენლები და უსამსახუროდ დარჩენილი ადამიანების მზარდი რაოდენობა აკრიტიკებს ტრამპს კორონავირუსზე მისი რეაგირების გამო.

კენი უესტი დონალდ ტრამპთან შეხვედრისას 2018 წელს

ამ დღეებში ასევე გახმაურდა 2015 წლის აუდიოჩანაწერი, სადაც ცხადი ხდება, რომ რეპერს ტეილორ სვიფტისგან არ მიუღია თანხმობა ეწოდებინა მისთვის უცენზურო სიტყვა თავის სიმღერაში. ვესტის მეუღლე კიმ კარდაშიან ვესტი გავრცელებულ ხმებს ტყუილს უწოდებს.

ასევე ვესტი აცხადებს, რომ ტრამპთან იგი მუშაობდა თავდასხმის გამო შვედეთში დაკავებული ერთ-ერთი რეპერის გათავისუფლების საკითხზე, ტრამპმა მართლაც გამოქვეყნა ტვიტერზე პოსტი, სადაც იგი შვედეთის პრემიერ მინისტრს საკითხის გარკვევას თხოვს. რამდენიმე ხნის წინ კენი ვესტმა ასევე მოიბოდიშა იმ მოსაზრების გამო, რომ თითქოს შავკანიანთა მონობა მათი არჩევანი იყო.

კომენტარები

კომენტარი