საშემსრულებლო ხელოვნება

კაფკას “მეტამორფოზა” ჟამიანობის დროს

2020 წლის თებერვლის ბოლოს იტალიის ქალაქ ჩეზენაში გასამართი ფესტივალი გადაიდო კორონავირუსთან დაკავშირებული კარანტინის გამო. ბედის ირონიით, ამ ფესტივალზე უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი სპექტაკლის პრემიერა, რომელშიც შეგვიძლია ამოვიკითხოთ კორონავირუსის პანდემიასთან მეტაფორული მსგავსება.

ხელოვნების კრიტიკოსის – მარკ ფიშერის აზრით, მეთიუ ლენტონის მიერ ინტერპრეტირებულ კაფკას „მეტამორფოზაში“, ხოჭოდ გადაქცეულ ზამზას, მისი საზიზღარი გარეგნობის, გაუგებარი ენის და არასანიტარული მდგომარეობის გამო (მას არ შეუძლია ხელის დაბანა), სხვა გზა არ დარჩენია, გარდა თვითიზოლაციისა.

კაფკას ორიგინალის მსგავსად, ლენტონის ადაპტირება საშუალებას იძლევა წაიკითხო იგი საკუთარი მნიშვნელობებით. ხოჭოს მსგავსი მწერი შეიძლება იყოს უცხოსადმი შიშის, კომუნიკაციის შეუძლებლობის ან გარშემომყოფთა შეუწყნარებლობის სიმბოლო. მაგრამ აქ არის განსხვავება, რაც შეუძლებელს ხდის არ იფიქრო მის კავშირზე პანდემიასთან. გრეგორის გარდაქმნა მწერად ხდება მსახიობის ეროვნების გამოცვლით, – მწერის როლში უკვე სხვა – ეროვნებით იტალიელი მსახიობია.

კომენტარები

კომენტარი