ვიზუალური ხელოვნება

კარანტინის დროს სანახავი ნახატები

გლობალური პანდემიური კრიზისის გამო ჩვენ ყველანი ვცდილობთ სახლში გავატაროთ დროის უმეტესი ნაწილი უახლოესი დღეების ან უფრო მეტის განმავლობაში.

თუ სახლში დარჩენის იდეას სიგიჟემდე მიჰყავხართ, ხელოვნების ზოგიერთ ნიმუშს შეუძლია თქვენი დამშვიდება. ზოგიერთი ისტორიული ზოგიერთი კი თანამედროვე ნახატი შეგვახსენებს, რომ არსებობს სახლში დროის გატარების სავსებით სასურველი გზები, მაგალითად წიგნის კითხვა, თამაში და სხვ.

შესაძლოა თავს იზოლირებულად გრძნობთ, მაგრამ სახლში დარჩენით, როგორც მინიმუმ თავს იცავთ ავადმყოფობისგან ან ამით უზრუნველყოფთ არ გადასდოთ სხვა ადამიანს, რომელიც შესაძლოა უფრო მოწყვლადი აღმოჩნდეს. .

პიერ ბონარი, „შიშველი აბაზანაში“ (1925)

პიერ ბონარის მუზა – მართე ბანაობდა, რათა დამშვიდებულიყო ხანგრძლივი ავადმყოფობის დროს. თქვენც შეგიძლიათ დიდი ხნით გაიჟღინთოთ წყლით, როგორც ბონარის ნახატში – „შიშველი აბაზანაში“, ლონდონის ტეიტის მუზეუმიდან.

ჟან ონორე ფრაგონარი, “გოგონა კითხულობს” (1769)

იპოვეთ კარგი წიგნი თქვენთვის, როგორც ამ გოგონამ ჟან ონორე ფრაგონარის ნახატში, ვაშინგტონის ხელოვნების ეროვნული გალერეიდან.

როზმარი ტროკელი, “ცხოვრება არ ნიშნავს საკმარისად კარგს” (2002)

თუ თქვენ რამენაირად მსგავსი ხართ პიროვნებისა, რომელიც გამოსახულია როზმარი ტროკელის ფოტოზე, სავარაუდოდ, უკვე საკმაოდ გაქვთ დაგროვილი საკითხავი მასალა, რომელზეც იმუშავებთ სახლში ყოფნისას.

ალიზა ნიზენბაუმი, “La Talaverita, კვირის დილა NY Times” (2016)

ამ გაურკვეველ დროში, მნიშვნელოვანია თვალი ადევნოთ მიმდინარე მოვლენებს. მაგრამ შეიძლება შემოგთავაზოთ „New York Times” ვიდრე ონლაინ ამბების მორევი? ალიზა ნიზენბაუმის ეს ნახატი, ისევე როგორც სტატიის დასაწყისში წარმოდგენილი ნახატი, უსაქმო შაბათ-კვირის დილას სახლში პრაქტიკულად იდილიურად წარმოგვიჩენს.

იოჰანეს ვერმერი, „ქალი ცისფერში, რომელიც კითხულობს წერილს“ (1663–64)

იოჰანეს ვერმერის ერთ-ერთი უმშვენიერეს ნახატთაგანი – „ქალი ცისფერში, რომელიც კითხულობს წერილს“ არის ვიზუალური სასიყვარულო ბარათი საფოსტო მიმოწერის დაკარგული ხელოვნებისადმი. შესაძლოა ჩვენ ვისწავლოთ წერლების წერა – ან როგორც მინიმუმ, გავუგზავნოთ აზრიანი მეილები ჩვენს მეგობრებს და ოჯახის წევრებს.  

ოგიუსტ რენუარი, “ორი გოგონა პიანინოსთან” (1892).

თუ თქვენი ოჯახის წევრი ან თანამეოთახე უკრავს, თქვენ შეგიძლიათ იმღეროთ მის დაკრულზე. ოგიუსტ რენუარის კანვასი მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმიდან გვესაუბრება პიანინოზე დაკვრის შესწავლის სიხარულზე.

ანრი დე ტულუზ-ლოტრეკი, “საწოლში” (1882)

და რომ არ დაგვავიწყდეს, არსებობს ლოგინში კოტრიალის უსასრულო სიამოვნება, როგორც ეს სრულყოფილად არის ილუსტრირებული ანრი დე ტულუზ-ლოტრეკის ნახატზე. დაისვენეთ და იყავით ჯანმრთელები!

კომენტარები

კომენტარი