კინო

კანის კინოფესტივალის რეზიდენციის სტიპენდიანტთა შორის ქართველი რეჟისორიც მოხვდა

კანის კინოფესტივალის რეზიდენციის სტიპენდიანტებს შორის ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი მოხვდა.

გიორგი სიხარულიძე 6 რეჟისორს შორის შეირჩა და პარიზში 4 თვე ნახევრის განმავლობაში პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის სცენარზე იმუშავებს.

რეჟისორი რამდენიმე  მხატვრული ფილმის ავტორია, მათ შორისაა მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ახალი წელი“, რომელიც ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვდა, ეს კი  გიორგის პირველი მსოფლიო პრემიერა გახლდათ.

18 წლის ასაკში მომავალი რეჟისორი სასწავლებლად ამერიკაში გადავიდა, სადაც ნიუ იორკის უნივერსიტეტში მედია მიმართულებით ბაკალავრიატი დაამთავრა, შემდეგ კი ფილმის რეჟისურის მაგისტრატიც გახდა კოლუმბიის უნივერსიტეტში, სადაც, ასევე, სწავლობდა ფილმის თეორიასა და ისტორიას.

კომენტარები

კომენტარი