შემოქმედებითი ინდუსტრიები

კამპანია რისკის ქვეშ მყოფი სახელოვნებო სივრცეების დასახმარებლად

გერმანელმა ფოტოგრაფმა – ვოლფგანგ ტილმანსმა შეკრიბა 40 საერთაშორისო ხელოვანი, თომას რუფის და ელიზაბეთ პეიტონის ჩათვლით, რათა პოსტერების გაყიდვით შეაგროვონ თანხა სახელოვნებო სივრცეების, ღამის კლუბების, მუსიკალური ცენტრების და ბარების დასახმარებლად, რომლებიც სამუდამო დახურვის საფრთხის წინაშე იმყოფებიან.

ჯილიან უირინგი, “ერთადერთი, რაც ოდესმე მსურდა, იყო სიყვარული” (1992-93)

თავად ტილმანსის პოსტერს “ნატურმორტი” ეწოდება და მასზე წარმოდგენილია ხელოვანის ბოლო ნახატი ჭურჭელთან ერთად. ზოგიერთმა ხელოვანმა წარმოადგინა თავისი ახალი ნაწარმოები, სხვებმა კი ძველი, მაგრამ თემატური.

ტილმანსის მიერ დადგენილი ფასი ნამუშევრებისთვის არის 50 დოლარი/ევრო/გირვანქა სტერლინგი, რადგან ესაა დაახლოებით ის თანხა, რომელსაც ადამიანი ხარჯავს ამ დაწესებულებებში ერთჯერადად. ტილმანსს ბერლინური ფონდი „ხიდებს შორის“ უერთდება და კამპანიას ეწოდება „სოლიდარობა 2020“.

ნიკოლ აიზენმანი, “არასდროს დაგავიწყდეს კოცნა ბარებში” (2020)

ხელოვანი გადაიხდის პოსტერების დაბეჭდვის თანხას და ასევე დაეხმარება კლუბებს და ცენტრებს მათ დისტრიბუციაში. რისკის ქვეშ მყოფი ბიზნესები გაყიდიან ამ პოსტერებს და მიიღებენ შემოსავლის 100 პროცენტს. ჯერჯერობით დახმარება ითხოვეს კლუბებმა და ცენტრებმა ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიც არიან: აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და პოლონეთი.

კომენტარები

კომენტარი