ვიზუალური ხელოვნება

იშვიათი ნაბიჯი კოლექციონერი ჯულია სტოშეკისგან

 პეტერ ფიშლი და დეივიდ ვაისი, Büsi, 2001.

ხელოვნების ცნობილმა კოლექციონერმა – ჯულია სტოშეკმა თავისი კოლექცია თავის ვებსაიტზე უფასოდ განათავსა. სტოშეკმა თავისი პირადი მუზეუმი 2002 წელს დიუსელდორფში გახსნა 850-ზე მეტი ნამუშევრით, მათ შორის უამრავი მნიშვნელოვანი ფილმი, ვიდეო და ციფრული ნაწარმოებებია გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან.

ჯონ ბოკი, “ციმციმთა შეკვრა”, 2012

ხელმისაწვდომია სამოცი ნამუშევარი სტოშეკის კოლექციიდან და იგეგმება უფრო მეტის ატვირთვა. ასევე განთავსდება სტოშეკის 860 ნაწარმოების მთლიანი კატალოგი, შესავლებით ზოგიერთი ვიდეოსათვის. ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანია, რადგან ფილმებსა და ვიდეოებზე ასეთი წვდომის დაშვება კოლექციონერების მხრიდან იშვიათია.

მარინა აბრამოვიჩი, “ხახვი” (2016)

სტოშეკი აცხადებს, რომ მუზეუმის დახურვა და ონლაინ რეჟიმზე გადასვლა არ უკავშირდება კორონავირუსს და მანადეც გეგმავდა ამას. სტოშეკი ხელოვნების დემოკრატიულობის მომხრეა და სწორედ ახალი ტექნოლოგიები იძლევა ხელოვნების ნიმუშების უსასრულო რეპროდუცირების შესაძლებლობას, რაც უნდა გამოვიყენოთ, მისი აზრით.  

განთავსებულ ნამუშევრებს შორისაა ისეთი ხელოვანების შემოქმედება, როგორებიც არიან: მარინა აბრამოვიჩი, ჯონ ბოკი, ბაზელ აბასი, რუან აბუ-რაჰმე, პეტერ ფიშლი და დეივიდ ვაისი და ელიზაბეთ პრაისი.

კომენტარები

კომენტარი