არქიტექტურა, არქეოლოგია

იტალიაში უძველესი ხმალი აღმოაჩინეს

შუასაუკუნეების არტეფაქტად მიჩნეული პატარა ხმალი აღმოჩნდა 5000 წლის წინანდელი იარაღი. 2017 წელს იტალიელმა დოქტორანტმა – ვიტორია დალ’არმელინამ იტალიურ მონასტერში აღმოაჩინა ხმალი, რომელიც რამდენიმე ასეული წლის წინანდელ არტეფაქტებთან ერთად იყო დაჯგუფებული, თუმცა ვიტორიამ ივარაუდა, რომ ეს იმ ხანის ნამუშევარია, როდესაც პირველად გამოიგონეს ხმალი.

დოქტორანტს სწორედ ამ ხანასთან დაკავშირებით ჰქონდა სამაგისტრო ნაშრომი. ახლა აღმოაჩინეს, რომ გოგონა არ ცდებოდა: ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში წარმოებული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ხმალი 5000 წლის წინანდელია.

კა’ფოსკარის უნივერსიტეტის პერსონალთან ერთად კვლევის შედეგად ვიტორიამ დაადგინა, რომ ხმალი მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ერთმა კოლექციონერმა აჩუქა ცნობილ სომეხ პოეტს და მღვდელს – გევონტ ალიშანს, რომლის სიკვდილის შემდეგაც ის გადაეცა იტალიურ მონასტერს.

იარლიყით, რომელიც ხმალს ახლდა, ირკვევა, რომ იგი იპოვეს გათხრებისას შავი ზღვის სანაპიროზე, აღმოსავლეთ თურქეთში. ვიტორიას აზრით, ხმალი სპილენძისგანაა დამზადებული, რაც მოწმობს იმას, რომ იგი ბრინჯაოს ხანაზე ადრეულია. მისი ფორმაც და მასალაც მსგავსია იმ ხმლებისა, რომლებიც ანატოლიის ზეგანზე აღმოაჩინეს და რომლებიც ამ სახეობის ხმლის უძველეს ნიმუშებადაა მიჩნეული.

კომენტარები

კომენტარი