არქიტექტურა, არქეოლოგია

იტალიაში რომაული მოზაიკა აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა აღმოაჩინეს კარგად შენახული ანტიკური მოზაიკა ვენახის ქვეშ, იტალიის ქალაქ ვერონას მახლობლად, გათხრების ჩატარების ბოლო მცდელობიდან დაახლოებით 100 წლის შემდეგ. აქამდე ეს ადგილი, უმეტესწილად, მივიწყებული იყო და ათწლეულების მანძილზე უშედეგოდ ცდილობდნენ გათხრების განახლებას.

ექსპერტები მოზაიკას მიაკუთვნებენ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე-მეოთხე საუკუნეებს. მისი ერთმანეთში შერეული წითელი, მწვანე და შავი ფილები მკაფიოდ ხილვადია. გასულ ზაფხულს დაიწყო გათხრები არქეოლოგთა ჯგუფის მიერ, რომელთაც ახლდნენ ფოტოგრაფები და დაფინანსებული იყო მთავრობის მიერ.

პროექტის მთავარი არქეოლოგი ჯანი დე ცუკატო აცხადებს: „ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი გამოცდილება ჩემს ცხოვრებაში, მქონდა შეგრძნება, რომ დროის მანქანაში ჩავჯექი, მქონდა კონტაქტი რეალობასთან, რომელიც დიდი ხანია წარსულს ეკუთვნის, უამრავი საუკუნეა და მაინც ჯერ კიდევ შთაბეჭდილებას ახდენს კაცობრიობაზე.“

იტალიის მთავრობის წარმომადგენელი აცხადებს: „ჩვენ გვწამს, რომ ამ ღირებულების კულტურული ღირსშესანიშნაობა იმსახურებს ყურადღებას“, ასევე მან დაამატა, რომ ეს „არქეოლოგიური განძია“.

კომენტარები

კომენტარი