ვიზუალური ხელოვნება

ისტორიული მოვლენა სახელოვნებო სივრცეში – ვენის ბიენალეზე დიდ ბრიტანეთს სონია ბოისი წარადგენს

ხელოვანი სონია ბოისი არის პირველი შავკანიანი ქალი, რომელიც დიდ ბრიტანეთს ბიენალეზე წარადგენს. ბიენალე თანამედროვე ხელოვნების ყველაზე დიდი გამოფენაა, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.

სონია ბოისი ერთ-ერთი წამყვანი ხელოვანია. მისი შემოქმედება, ძირითადად, რასასა და გენდერს ეხება. ის ნამუშევრებს პასტელისგან აკეთებს, შემდეგ კი ფოტოებად, ვიდოებად ან ინსტალაციებად აქცევს.

,,1980-იანი წლების ნამუშევრები, ძრითადად ჩემს თავზეა, მე ხშირად ვსაუბრობდი ხოლმე, რას ნიშნავს გაიზარდო დიდ ბრიატნეთში, როდესაც შავკანიანი ქალი ხარ’’ – განაცხადა სონია ბოისმა BBC-სთან ინტერვიუში.

ბრიტანეთის საბჭოს ვიზუალურმა დირექტორმა ემა დექსტერმა თქვა, რომ სონია ბოისის არჩევა ბიენალესთვის არსებითი და მნიშნელოვანი მომენტია ბრიტანეთის ისტორიაში: ,,მათ მოსწონთ, რომ სონია ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს. მისი ნამუშევრებს გააჩნია კავშირები, ისინი ადამიანის განსხვავებულობებს უსვამენ ხაზს, მაგრამ, ამავდროულად, მათ საერთოობას წარმოაჩენს.’’

ბიენალე ხელოვნების სხვადასხვა სფეროში ტარდება. ვიზუალური ხელოვნების ბიენალე კი 2021 წელს მაისიდან ნოემბრის ჩათვლით გაიმართება, სწორედ აქ ვიხილავთ ბრიტანეთის პავილიონში სონია ბოისის ნამუშევრებს.

კომენტარები

კომენტარი