საშემსრულებლო ხელოვნება

ისტორიული გაფრენა როკის ჰანგების ფონზე

NASA- ასტრონავტებს – ბობ ბენკენსა და დუგ ჰარლის წინა კვირის ისტორიული მნიშვნელობის აფრენის წინ თავიანთ პლეილისტში ერთ-ერთ კომპოზიციად ჰქონდათ ავსტრალიური როკ ჯგუფის – AC/DC-ის კლასიკად ქცეული ჰიტი – Back In Black (უკან შავებში).

SpaceX-ის კომენტატორმა – ლორენ ლაიონსმა განმარტა, რომ ბენკენმა და ჰარლიმ აირჩიეს ეს სიმღერა იმის გამო, რომ 9 წლიანი პაუზის შემდეგ ისინი კვლავ დაბრუნდნენ ასაფრენ ბილიკზე კოსმოსში გასაფრენად.

ამინდის გამო ოთხშაბათის ჩაშლილი აფრენის შემდეგ, ისინის შაბათს გაფრინდნენ კოსმოსში და ცნობილი გახდა, რომ კვირა დილით, ბენკენი და ჰარლი გააღვიძა Black Sabbath-ის Planet Caravan-ის (პლანეტის ქარავანი) ნაზმა, ფსიქოდელიურმა ჰანგებმა. Space.com აცხადებს, რომ სიმღერა სპეციალურად შეარჩია წყვილმა, რადგან ისინი ამ ჯგუფის დიდი თაყვანისმცემლები არიან.  

კომენტარები

კომენტარი