Uncategorized

ისტორიის მუზეუმი დიმიტრი ბრიკმანის ფოტოგამოფენას მასპინძლობს

თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოგიდგენთ დიმიტრი ბრიკმანის ფოტოგამოფენას ,,იერუსალიმი – არა მხოლოდ ქალაქი”.

ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილია დიმიტრი ბრიკმანის თვალით დანახული იერუსალიმი, სადაც ყველაფერი ყოველთვის შეუმჩნევლად ცვალებადი და სხვადასხვაგვარია. ავტორი თვლის, რომ ნამუშევრების ჟანრებად დაყოფა პირობითია და ,,იერუსალიმი ყოველივეს თავად აწესრიგებს”. ფოტოგამოფენა ავტორის მცდელობაა გაიაზროს ის, რის გვერდითაც ხშირად ისე ჩაივლი, რომ ვერც კი შეამჩნევ. იგი რწმენისა და რელიგიის გააზრების ზღვარზე არსებულ ამ მნიშვნელოვან და იდუმალ ქალაქს იღებს თავის წამიერ გაელვებაში. როგორც თავად ფოტოგრაფი ამბობს – ,,წამის შეჩერება შეუძლებელია, თუმცა შეიძლება ფიზიკურად გაჩერდე და მშვიდად დაინახო და გაიაზრო…”.

დიმიტრი ბრიკმანი სანკტ-პეტერბურგში დაიბადა და ისრაელში ცხოვრობს. ის ავტორია ფოტოალბომის ,,იერუსალიმი – არა მხოლოდ ქალაქი”, ასევე წიგნის ,,ფოტოგრაფია. დაინახო უკვე ნანახი”. საკუთარი ჟანრით ,,ფოტოთარგმანი”, მან შექმნა მრავალი სერია და არის წამყვანი და ავტორი ტელეგადაცემისა ,,საბავშვო, არასაბავშვო საკითხი”.

გამოფენა 18 თებერვლამდე უმასპინძლებს დამთვალიერებლებს

მისამართი: თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8

◆ მუზეუმი მუშაობს ყოველდღე ორშაბათის გარდა, 10:00-დან 17:30 საათამდე.

ბილეთის საფასური:
ზრდასრული – 5 ლარი;
სტუდენტი; სკოლის მოსწავლე; პენსიონერი – 50 თეთრი;
6 წლამდე ბავშვი – უფასო.  

კომენტარები

კომენტარი