კულტურა

ისტორიაში პირველად, ხელოვნურმა ინტელექტმა ადამიანს წაკითხულის გააზრებაში აჯობა

ჩინურმა ინტერნეტ-გიგანტმა Alibaba Group-მა ხელოვნური ინტელექტი შექმნა, რომელიც წაკითხულის გააზრებაში ადამიანს სჯობნის. ინფორმაციას სააგენტო Bloomberg აქვეყნებს.

ხელოვნურმა ინტელექტმა სტენფორდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული ტესტი გაიარა, რომელიც კითხვისა და გააზრების შეფასების წამყვან ტესტად ითვლება ამ სფეროში.

ტესტი  შეიცავს თითქმის 100 ათას შეკითხვას, Wikipedia-ს 500 სტატიიდან. ის ავლენს, შეუძლია თუ არა რობოტს დიდი რაოდენობის ინფორმაციის დამუშავება და კითხვებზე ზუსტი პასუხების გაცემა.

Alibaba Group-მის მიერ შექმნილმა რობოტმა 82,4 ქულა მიიღო, რასაც 0,1 ქულით ჩამორჩება მისი მოწინააღმდეგე ადამიანთა ჯგუფის ქულა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ხელოვნურმა ინტელექტმა ადამიანს წაკითხულის გააზრებაში აჯობა.

1 დღის შემდეგ, გუშინ, ეს ქულა კიდევ უფრო გააუმჯობესა Microsoft-ის მიერ შექმნილმა ხელოვნურმა ინტელექტმა, მან იგივე ტესტში 82,7 ქულა მიიღო.

შეგახენებთ, ხელოვნური ინტელექტი არის კომპიუტერული მეცნიერების დარგი, რომელიც მიზნად ისახავს ინტელექტუალურ კომპიუტერულ მანქანის/პროგრამის შექმნას, რომელსაც ექნება უნარი მიაღწიოს ადამიანის ინტელექტის გაგებას.

კომენტარები

კომენტარი