ლიტერატურა

“ინტელექტი” ნობელის პრემიის ლაურეატის, პეტერ ჰანდკეს 5 წიგნს გამოსცემს

გამომცემლობა “ინტელექტი” ლიტერატურის დარგში 2019 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის, პეტერ ჰანდკეს 5 წიგნს გამოსცემს.

ეს ავსტრიელი მწერლის პირველი თარგმანები იქნება ქართულ ენაზე – აქამდე მისი არცერთი წიგნი არ იყო თარგმნილი.

“ინტელექტს” ჰანდკეს წიგნების გამოცემა 2020-2021 წლის განმავლობაში აქვს დაგეგმილი და მათი ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • უსურვილო ბედნიერება“
    (მთარგმნელი: რუსუდან ბრეგაძე)
  • „მეკარის შიში თერთმეტმეტრიანის მოლოდინში“ (მთარგმნელი: მაია ფანჯიკიძე)
  • „მორავიული ღამე“
    (მთარგმნელი: მაია ფანჯიკიძე)
  • „მთავარი ამბავი“
    (მთარგმნელი: მზია გალდავაძე)
  • „მოკლე წერილი ხანგრძლივი განშორებისთვის“ (მთარგმნელი: მზია გალდავაძე)

ჰანდკე 1942 წელს დაიბადა ბორნში. ის ავსტრიელი მწერალი, დრამატურგი, მთარგმნელი, პოეტი, რეჟისორი და სცენარისტია.

ნობელის პრემიის მისთვის მინიჭების გამო უამრავმა ცნობილმა ადამიანმა, მწერალმა მკაცრად გააკრიტიკა შვედეთის აკადემია. ამის მიზეზი ჰანდკეს პოლიტიკური შეხედულებებია.

ავსტრიელი მწერლის სახელთან პოლიტიკური სკანდალია დაკავშირებული და ბევრი მას “გენოციდის მხარდამჭერსაც” უწოდებს. საქმე ისაა, რომ ჰანდკე სერბეთის ომის საერთაშორისოდ აღიარებული კრიმინალის, სლობოდან მილოშევიჩის დასაფლავებაზე სიტყვით გამოვიდა და გარდაცვლილს პატივი თბილი სიტყვებით მიაგო.

კომენტარები

კომენტარი