კინო

ინდიანა ჯონსი უდიდეს კინოგმირად დასახელდა

ის ურტყამს ნაცისტებს, მას სძულს გველები. მას სახელი დაერქვა ოჯახის ძაღლის მიხედვით და იგი ახლახანს დასახელდა ფილმის უდიდეს პერსონაჟად ინტერნეტგამოცემა Empire-ის მკითხველების მიერ. რის გამოა ინდიანა ჯონსი ყველა დროის საუკეთესო? – მისი ქარიზმის, მისი ჩაცმულობის, მისი გონიერებისა და სიმამაცის, ასევე იმ ნაკლოვანებების გამო, რომლებიც გვარწმუნებს, რომ ის ადამიანურია.

50 საუკეთესო კინოგმირის სარეიტინგო სიაში ასევე ლიდერობენ – ელენ რიპლი საგიდან „უცხოპლანეტელი“, რიკ ბლეინი „კასაბლანკადან“, შავი პანტერა, „მატრიცის“ ტრინიტი, „ტერმინატორის“ სარა კონორი, მარტი მაკფლაი ფილმიდან – “უკან მომავალში“, კეტნის ევერდინი ფილმიდან – “შიმშილის თამაშები“, ექსელ ფოული ფილმიდან – „ბევერლი ჰილზის პოლიციელი“, მოანა და სხვ.

სარეიტინგო სიის შესახებ კომენტარი გააკეთეს ისეთმა ცნობილმა სახეებმა, როგორებიც არიან: სიგურნი უივერი, კიანუ რივზი, მაიკლ ჯეი ფოქსი, კერი-ენ მოსი, შონ ასტინი, ბრიუს კემპბელი და სხვ.

კომენტარები

კომენტარი